ფაშინიანმა ევროკავშირს საქართველოსთან დიალოგის განახლებისკენ მოუწოდა

ფაშინიანმა ევროკავშირს საქართველოსთან დიალოგის განახლებისკენ მოუწოდა

„მართალი გითხრათ, დღესდღეობით სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ყველაზე დიდი პრობლემა ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინული მდგომარეობაა. ჩვენთვის საქართველო არის გზა ევროკავშირისკენ. ფაშინიანის თქმით, სომხეთი მოელის და ითხოვს, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს. „სომხეთში ბევრს კითხულობენ, როდის გახდება ქვეყანა ევროკავშირის წევრი. ჩვენი პასუხი ძალიან ნათელია, არც ერთი ქვეყანა არ გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა ევროკავშირის სტანდარტების დაცვის გარეშე. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა გავაგრძელოთ რეფორმების გზა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით და, უპირველეს ყოვლისა, ობიექტურად შევასრულოთ ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები. როდესაც ეს მოხდება, არსებობს ორი გზა - ან ევროკავშირი მიგვიღებს სრულუფლებიან წევრად ან არა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მესმის, რომ ევროკავშირის გაფართოება და ახალი წევრის მიღება ადვილი არ არის, ეს ასევე პოლიტიკური გადაწყვეტილებების საკითხია. თუ ევროკავშირი მიიღებს სომხეთს სრულუფლებიან წევრად, ეს მშვენიერი იქნება. თუ ეს არ მოხდა, ჩვენ მაინც ვისარგებლებთ იმით, რომ ვიყოთ ევროკავშირის სტანდარტების სრულად შესაბამისი ქვეყანა. თუმცა, გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ამჟამად სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ყველაზე დიდი პრობლემა არის ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინული მდგომარეობა. საქართველო ჩვენთვის არის გზა ევროკავშირისკენ. ჩვენ მივიღეთ კანონი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ მას შემდეგ, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ამან უფრო ხელშესახები გახადა სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. ჩვენ ველით და მოვითხოვთ, რომ განვითარდეს კონსტრუქციული პროცესი ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ეს მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, ისევე როგორც საქართველოსთვის“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

საქართველომ 2025 წელს 1,69 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიზიდაპერე ჯოან პონს სამპიეტრო: ჩვენ ვუთხარით პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მინიმუმ უნდა განიხილონ იმ პატიმრების გათავისუფლება, რომლებმაც სასჯელის მინიმუმ 50% მოიხადეს - ისინი ციხეში არიან, რადგან ეწეოდნენ პოლიტიკურ საქმიანობას.ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: ეს იყო გულწრფელი და პროდუქტიული ვიზიტიეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია აცხადებს, რომ „საქართველოში პოლიტიკური დიალოგის არარსებობა სერიოზული დაბრკოლებაა სტაბილურობისა და ქვეყნის პრობლემების გადასაჭრელად“.ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მყოფი: ჩვენ დავაყენეთ დიალოგის არარსებობის, ბოიკოტისა და ძალადობის საკითხები - უნდა ითქვას, რომ დიალოგი აკლიასააპელაციო სასამართლომ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

ENDEKA