ნიკოლოზ სამხარაძე ყოველთვის არის მცდელობა, გამოიყენონ საქართველო სანქციების გვერდის ავლით და მათ შორის, დიდწილად, ევროპულმა კომპანიებმა ასე რომ, ჯერ ს...

ნიკოლოზ სამხარაძე ყოველთვის არის მცდელობა, გამოიყენონ საქართველო სანქციების გვერდის ავლით და მათ შორის, დიდწილად, ევროპულმა კომპანიებმა ასე რომ, ჯერ ს...

ყოველთვის არის მცდელობა, გამოიყენონ საქართველო სანქციების გვერდის ავლით და მათ შორის, დიდწილად, ევროპულმა კომპანიებმა, ასე რომ, პირველ რიგში საკუთარ კომპანიებს მიხედონ, რომლებიც სანქციების გვერდის ავლას ცდილობენ, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ სანქციების მე-20 პაკეტიდან ყულევის პორტის ამოღების საპასუხოდ. მისი თქმით, 2022 წლიდან საქართველოს შემოსავლების სამსახურმა შეაჩერა ევროკავშირიდან წარმოშობილი ტვირთების რამდენიმე ათასი ოპერაცია, რომლებიც სანქციების გვერდის ავლით რუსეთში უნდა შევიდნენ. „მინდა შევახსენო არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ თავად ევროკავშირს, რომ 2022 წლიდან საქართველოს შემოსავლების სამსახურმა შეაჩერა ევროკავშირიდან წამოსული ტვირთის რამდენიმე ათასი ოპერაცია, რომლებიც სანქციების გვერდის ავლით უნდა შევიდეს რუსეთში. ამიტომ, მათ პირველ რიგში მიხედონ საკუთარ კომპანიებს, რომლებიც ცდილობენ სანქციების გვერდის ავლას. რაც შეეხება ჩვენს მთავრობას და დაწესებულებებს, ისინი ამოწმებენ ყველა ტვირთს და ფილტრავენ სანქციებზე, შემდეგ კი მწვანე შუქს ანთებენ ტრანსპორტირების ოპერაციებს. ჩვენ ეს პოლიტიკა გამოვაცხადეთ 2022 წლიდან და მიზანმიმართულად ვადევნებთ თვალს მის განხორციელებას. თუ რაიმე პრობლემაა, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ვისაუბროთ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. ცნობისთვის, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხებში, დევიდ ო'სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში საქართველოში ყულევის ნავთობტერმინალი არ შეიტანა.

"შავი წვიმა" ირანს ატყდებაგიორგი სიორიძე: რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ წინასწარი სხდომაც კი არ დაუნიშნავს - ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის დადგმას აპირებენ ივანიშვილი და მისი რეჟიმი.ევროკავშირი ყულევის ქარხნის სანქციებს მოხსნის, რადგან საქართველომ და სოკარმა თანამშრომლობის პირობა დადობათუმის ბულვარზე უკანონო ობიექტების დემონტაჟი გრძელდებაარჩილ გორდულაძე - კარგია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღიარეს და ხაზი გაუსვეს სიმართლეს, რომლის აღიარება არც კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაში და არც მათთან დაკავშირებულ პირებს არ სურთ.ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ უბრალოდ გავცვალეთ აზრები - ეუთოს მისია არ მოსულა აქ ვინმესთვის რეკომენდაციების მისაცემად - დიალოგის არარსებობის ერთი მთავარი მიზეზია: ოპოზიცია არ ცნობს არჩევნების შედეგებს.

ENDEKA