ნიკოლოზ სამხარაძე მნიშვნელოვანია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაგმო ინსტიტუციებზე თავდასხმა და ხელისუფლების დამხობის ძალადობრივი მცდელობა.

ნიკოლოზ სამხარაძე მნიშვნელოვანია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაგმო ინსტიტუციებზე თავდასხმა და ხელისუფლების დამხობის ძალადობრივი მცდელობა.

მნიშვნელოვანია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაგმო ინსტიტუციებზე თავდასხმა და ხელისუფლების დამხობის ძალადობრივი მცდელობა, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის განცხადების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ეუთოს მნიშვნელოვანი განცხადებაა, რომ ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ არჩევნების გზით შეიძლება. „ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო მთელი თავისი წინა ისტორიით, ეს ვიზიტი შარშან უნდა მომხდარიყო და მაშინ ჩვენმა ოპოზიციამ და მათმა უცხოელმა მხარდამჭერებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ვიზიტი ჩაეშალა. ეუთოს მიერ გაკეთებული განცხადებებიდან ნათლად ჩანს, რატომ ჩაიშალა ეს ვიზიტი გასულ წელს. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო ასამბლეამ დაგმო ინსტიტუციებზე თავდასხმა და ხელისუფლების დამხობის ძალადობრივი მცდელობა. ეს არის გზავნილი არა მარტო ჩვენს ოპოზიციას ქვეყნის შიგნით, არამედ საქართველოს გარეთაც, მათ შორის, მათ მხარდამჭერებს ევროპარლამენტში და ევროკომისიაში, რომ სიმართლის დამალვა არ შეიძლება და რაც არ უნდა გაექცეთ რეალობას და რამდენადაც არ უნდა დახუჭოთ თვალი ძალადობრივი დამხობის მცდელობაზე, რაღაც ობიექტური ადამიანი მაინც გამოჩნდება მსოფლიოში და ამხელს ამ ყველაფერს. ასევე მნიშვნელოვანი იყო განცხადება, რომ პარლამენტში მანდატების დათმვით ოპოზიციამ მიიღო დემოკრატიისთვის საზიანო გადაწყვეტილება, რადგან დღეს ყველა საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი არ მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი არ არსებობს, რადგან პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგისთვის შეიქმნა ინსტიტუტი სახელად პარლამენტი. როცა პარლამენტს ტოვებ და პარლამენტში არ იმუშავებ, მაშინ ვერ იტყვი ხელისუფლებასთან პოლიტიკურ დიალოგზე. ამიტომ, ამ განცხადებაში ეს შენიშვნაც მნიშვნელოვანია და მიუთითებს იმაზე, რომ რადიკალური ოპოზიციის სტრატეგია და გადაწყვეტილება იყო სრულიად არასწორი და საზიანო მათთვის. ასევე მნიშვნელოვანი განცხადებაა, რომ ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით შეიცვლება და ყველა კეთილი იყოს და იმოქმედოს ყუთებთან მისული ამომრჩევლის გადაწყვეტილებით. ეს ცრუ ბრალდებები არჩევნების გაყალბების შესახებ არაფერს ნიშნავს ქართული საზოგადოებისთვის, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი მოწოდებაა, მოემზადონ მომავალი არჩევნებისთვის და ბრიუსელში და სხვადასხვა დედაქალაქებში ასპარეზობის ნაცვლად, შესაძლოა შეხვდნენ საკუთარ მოსახლეობას და საკუთარ საზოგადოებას თელავში, ზუგდიდსა და ახალციხეში. ეს არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადების მთავარი სულისკვეთება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ლევან მახაშვილი: ცხადი გახდა, რომ ყულევის პორტის გარშემო გამართული მთელი კამპანია და ზოგადად სანქციები იყო სრული სიცრუე და მანიპულირება - ჩვენ მოვისმინეთ ჭორები ამ თემაზე ერთზე მეტი ელჩისგან.საქართველო 2026 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში 35-ე ადგილზეამაჭავარიანი: მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი არის ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „ტვ ფორმულა“-ს სასამართლოში უჩივლა.ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტი "შეშფოთებულია" საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებითლევან იოსელიანი ეუთოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ: მათ დაინტერესდნენ ადამიანის უფლებების შესახებ - დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საპროტესტო აქციების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების შემთხვევებს და სახელმწიფოს რეაგირებას.

ENDEKA