მარტა კოსი ჩვენ უნდა გავაფართოვოთ დემოკრატიის უსაფრთხოების ბადე ჩვენს კონტინენტზე, გაფართოება ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ გაფართოება თქვენ ხედავთ საქა...

მარტა კოსი ჩვენ უნდა გავაფართოვოთ დემოკრატიის უსაფრთხოების ბადე ჩვენს კონტინენტზე, გაფართოება ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ გაფართოება თქვენ ხედავთ საქა...

საქართველოში ხედავთ, რა ხდება, როცა რუსეთი გაიმარჯვებს, - თქვა მარტა კოსმა, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, როდესაც ევროკავშირის გაფართოებაზე ისაუბრა. კოსის თქმით, საქართველოს "ავტოკრატიული სისტემა თრგუნავს" დემოკრატიულ ხმებს და კიდევ უფრო აშორებს ქვეყანას მისი ევროპული მომავლისგან, მაშინ როცა საკუთარ ხალხს ატყუებენ, რომ ისინი მიჰყავთ ქვეყანას ევროკავშირში და რომ ევროკავშირი მათ უნდა მოერგოს. „ჩვენ უნდა გავაფართოვოთ დემოკრატიის უსაფრთხოების ბადე ჩვენს კონტინენტზე. გაფართოება ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ გაფართოება. თქვენ ხედავთ საქართველოში რა ხდება, როცა რუსეთი გაიმარჯვებს. ავტოკრატიული სისტემა თრგუნავს დემოკრატიულ ხმებს. მათ ცოტა ხნის წინ მიიღეს ახალი კანონი, რომელიც უტევს ქვეყნის დემოკრატიულ და სამოქალაქო სივრცეს და კიდევ უფრო აშორებს საქართველოს ევროპულ მომავალს, რომელიც მისი ხალხის უმრავლესობას სურს. და ისინი [ქართული ოცნება] ატყუებენ საკუთარ ხალხს, თითქოს ქვეყანას ევროკავშირში შეჰყავთ და ევროკავშირი მათ უნდა მოერგოს. ჩვენს ქართველ მეგობრებს, ქართველი ხალხის უმრავლესობას, რომელიც აფასებს დემოკრატიას და თავისუფლებას - ჩვენ არ გიტოვებთ თქვენზე“, - განაცხადა კოსმა.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სანქციების საკითხებში: ყულევის ნავთობტერმინალი ამოღებულია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტიდან.სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას 8 392 827 ლარის გადახდაზე.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი: არ იყო ყულევის პორტის სანქციების მე-20 პაკეტში შეყვანის საფუძველი.ნიკა გვარამია: არავის უთქვამს, რომ სამოკავშირეო ცხოვრება ადვილი იქნება - შეცდომებს ვუშვებთ და ალბათ უფრო მეტსაც დავუშვებთ, მაგრამ მთავარია ვაღიაროთ და გამოვასწოროთრომში გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის მსოფლიო კონგრესში საქართველოს 100 წარმომადგენელი მონაწილეობსჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტი "შეშფოთებულია" საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებით

ENDEKA