ლაგოდეხში საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისთვის მამაკაცი დააკავეს

ლაგოდეხში საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისთვის მამაკაცი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. უწყების ცნობით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლაგოდეხის დეპარტამენტის მაციიმის სასაზღვრო სექტორის დაცულ ტერიტორიაზე 1986 წელს დაბადებული რ.ლ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, რომელიც ცდილობდა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, არ დაემორჩილა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას, გაუწია მათ წინააღმდეგობა, თავს დაესხა ერთ-ერთ თანამშრომელს და მიაყენა სხეულის დაზიანება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19.344-ე (1 ნაწილი) და 353-ე (1 ნაწილი) მუხლებით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შავი წვიმა" ირანს ატყდებასაქართველოს ომბუდსმენი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდაევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართებანიკა გვარამია: შეცდომებს ვუშვებთ და ალბათ ისევ დავუშვებთ, მაგრამ მთავარია ვაღიაროთ და გამოვასწოროთეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ მოითხოვა ნებართვა პოლიტიკური საქმიანობისთვის პატიმრების მონახულების შესახებევროკომისია ვენეციის ბიენალეს რუსეთის დაბრუნების შედეგებით დაემუქრა

ENDEKA