კუპრაძე ჩვენ უნდა გამოვიყენოთ დიალოგის ყველა შესაძლებლობა კრიზისის განმუხტვისთვის

კუპრაძე ჩვენ უნდა გამოვიყენოთ დიალოგის ყველა შესაძლებლობა კრიზისის განმუხტვისთვის

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა და დიალოგის ფორმა ამ კრიზისის დასაძლევად. აუცილებელია ორი ძირითადი პრობლემის გადაჭრა: სამართლიანი არჩევნების საკითხი და მეორე, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკური საქმეების და პროცესების შეწყვეტა პოლიტიკურ სფეროში“, - განაცხადა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის განცხადებაზე, რომ პოლიტიკური დიალოგის არარსებობა ქვეყანაში სერიოზულ პრობლემებს აფერხებს. „გამონაკლისი არც ეუთოა, რომელიც აცნობიერებს, რომ საქართველოში არის „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი მძიმე პოლიტიკური კრიზისი, პოლიტიკური დაპირისპირების ლოგიკა ურთიერთგანადგურების რეჟიმში და ეს ყველაფერი სათანადო გადაწყვეტას მოითხოვს. ეს არის შესაბამისი პოლიტიკური პროცესისა და კომუნიკაციის დაბრუნება, რაც აუცილებელია კრიზისის დასაძლევად, იმ დროს, როცა რეგიონში მწვავე კონფლიქტები და პოლიტიკური დაპირისპირებებია. ამ ვითარებაში მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ქვეყანაში პოლიტიკური სივრცის სტაბილურობა. ამისათვის თქვენ უნდა გამოიყენოთ დიალოგის ყველა შესაძლებლობა და ფორმა. ამ კრიზისის დასაძლევად ორი ძირითადი მიზეზი უნდა გადაწყდეს: სამართლიანი არჩევნების საკითხი და მათზე დიალოგის საკითხი და მეორე არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკურ სფეროში პოლიტიკური საქმეებისა და პროცესების შეწყვეტა. გადამწყვეტად მიგვაჩნია დიალოგი ამ ორი საკითხის ირგვლივ და ერის კონსოლიდაცია“, - განაცხადა კუპრაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძე - ქაჯა კალასმა განაცხადა, რომ ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ უნდა დავიწყოთ სასმელი - როცა ადამიანი ამბობს, რომ რუსეთი იმარჯვებს საქართველოში, მე მგონია, რომ ის მართლაც ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ქვეშაა.ირაკლი კუპრაძე - კრიზისის განმუხტვისთვის საჭიროა დიალოგის ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ - ორი მთავარი პრობლემა უნდა გადაწყდეს: სამართლიანი არჩევნების საკითხი და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.ნიკოლოზ სამხარაძე - მნიშვნელოვანია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაგმო ინსტიტუციებზე თავდასხმა და ხელისუფლების დამხობის ძალადობრივი მცდელობა.გია ვოლსკი - რუსეთი საქართველოში ვერ გაიმარჯვებს! - მარტა კოსის დახმარებით მას შეუძლია გაიმარჯვოს, რადგან თბილისსა და ბრიუსელს შორის წარმოქმნილი წითელი ხაზები და დაპირისპირება სწორედ კოსის და მისი გუნდის დამსახურებაა.ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართებაეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია: სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ძალადობა მიუღებელია

ENDEKA