16 მარტიდან მეტრო ვარკეთილი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ 16 მარტიდან მეტრო ვარკეთილი ჩვეულ რეჟიმში 06:00 საათიდან 00:00 საათამდე იმუშავებს, რადგან სარემონტო სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია. ამის გამო დროებითი 174 ავტობუსი, რომელიც ვარკეთილსა და სამგორის სადგურებს შორის მოძრაობდა, გაუქმდა. მერიაში აცხადებენ, რომ სადგურის ქვედა ბაქანზე რკინა-ბეტონის თაღის აღსადგენად სამუშაოები ჩატარდა, ჭერის დაზიანება აღდგენილია და კონსტრუქციები დალუქულია გაჟონვის თავიდან ასაცილებლად. ასევე დასრულებულია პლატფორმისა და ესკალატორის გვირაბზე მოპირკეთების სამუშაოები. ამჟამად მზადდება პროექტი ზედა ვესტიბულის დაზიანებული კონსტრუქციების აღდგენის მიზნით. სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება.
• ლაგოდეხში საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისთვის მამაკაცი დააკავეს • ლილოს მუნიციპალურ თავშესაფარში 116 მიუსაფარი ცხოვრობს • ფაშინიანი: "გაყინული" ევროკავშირი-საქართველოს დიალოგი "ყველაზე დიდი პრობლემა" სომხეთის ევროპული გზისთვის • ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით საქართველო ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყანას უსწრებს - ეკონომიკის სამინისტროს უფროსის მოადგილე. • "შავი წვიმა" ირანს ატყდება • ფაშინიანმა ევროკავშირს საქართველოსთან დიალოგის განახლებისკენ მოუწოდა •