ვაიმარის სამკუთხედი ახალი რეგულაციებით საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად არღვევს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, განსაკუთრებით ასოცირე...
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების - საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საგარეო დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები შეშფოთებულნი არიან საქართველოს პარლამენტის მიერ 4 მარტს უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ ახალი კანონმდებლობის მიღებით, რაც „ქართული ხელისუფლების მზარდი რეპრესიული მიდგომის მტკიცებულებაა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ“. „ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის 2026 წლის 6 მარტის განცხადებას. ახალი ცვლილებები უპრეცედენტო დონეზე ავრცელებს სახელმწიფო კონტროლს საქართველოში პოლიტიკურ და სამოქალაქო საქმიანობაზე და ძირს უთხრის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ისინი ასუსტებენ კანონის უზენაესობას და ახორციელებენ დამატებით ზეწოლას დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე, განსაკუთრებით დამოუკიდებელ მედიაზე, უფლებადამცველებზე, ექსპერტებსა და მომსახურების მიმწოდებლებზე“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ამ ახალი რეგულაციებით საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად არღვევს საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში“. „შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2024 წლიდან განხორციელებულმა კურსმა ფაქტობრივად შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, როგორც ეს ახსნილია 2024 წლის ევროსაბჭოს დასკვნებში და დადასტურებულია ევროკომისიის მიერ 2025 წლის გაფართოების ანგარიშში. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც დაჟინებით მუშაობენ საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის. ჩვენ ასევე ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია განცხადებაში.
• ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას უარი ეთქვა „ბათუმელების“ დამფუძნებლისა და ციხეში მყოფი სხვა პატიმრების მონახულებაზე. • მიგრაციის სამსახურმა საქართველოდან 74 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევა • ბოჭორიშვილი: საქართველომ არაერთხელ დაადასტურა თავისი ვალდებულება აღკვეთოს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხულოს მერიის ყოფილი თანამშრომლები დააკავა • ლოკოკინების ექსპორტმა საქართველოს წელიწადში 2,6 მილიონი დოლარი მოუტანა • ევროკავშირი ყულევის ქარხნის სანქციებს მოხსნის, რადგან საქართველომ და სოკარმა თანამშრომლობის პირობა დადო •