შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩზე ბ ნ პეტრეს შემთხვევაში დასაშვებია ჯერ ტყუილით მანიპულირება, შემდეგ კი სიმართლის არ შემჩნევა დაირღვა წესებზე დამყარებუ...
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ყულევის პორტის რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტიდან ამოღების შესახებ ინფორმაციას და წერს, რომ გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი ამ შემთხვევაშიც ბოდიშს არ მოიხდის. „საყოველთაოდ აღიარებული გერმანული პატიოსნება ასეთ შემთხვევებში გულისხმობს ბოდიშს, მაგრამ მისტერ პეტრეს შემთხვევაში დასაშვებია ჯერ სიცრუით მანიპულირება, შემდეგ კი სიმართლის არ შემჩნევა. წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი დაირღვა, მაგრამ პატიოსნებამ რა დააშავა?!“. - წერს პაპუაშვილი პიტერ ფიშერის განცხადებებს აზიარებს. ცნობისთვის: ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხებში დევიდ ო'სალივანმა წერილი გაუგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მე-20 სანქციების პაკეტში საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობტერმინალი არ შეიტანა.
• ესტონეთის ელჩი საქართველოს დატოვებს, მაგრამ საელჩო მუშაობას თბილისში გააგრძელებს დროებითი დროებითი რწმუნებულით. • ისრაელიდან, ირანიდან და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ფრენები კვლავ გაუქმდა - სიტუაცია საქართველოს აეროპორტებში • ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდა • ლაშა ფარულავა: ალექსანდრე ჭიკაიძე, რომელიც ღარიბაშვილის კლანის წევრია, სასამართლოში მიჩივის და ჩემგან 50 000 ლარს ითხოვს - სარჩელი ეხება არაერთხელ გაშუქებულ კორუფციულ ფაქტებს ე.წ ქოლ-ცენტრების შესაძლო მფარველობასთან დაკავშირებით. • საქართველოს პორტი ყულევი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისგან გამორიცხულია • გეკა გელაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა •