საქართველოს ომბუდსმენი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პერე ხუან პონს სამპიეტროსთან შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა და საპროტესტო აქციების შემდგომი მოვლენები. როგორც იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, საუბარი იყო იმ კანონპროექტებზეც, რომლებიც ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ წამოიწყო და მიიღო. „ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა იყო. მათ ძირითადად ადამიანის უფლებების შესახებ ინფორმაცია აინტერესებდათ. ჩვენ ვისაუბრეთ ანგარიშზე, რომელიც წარვუდგინე პარლამენტს შარშან, რომელიც ეხება 2024 წლის დეკემბერში თბილისის ქუჩებში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის დღეს დაკავებულთა მდგომარეობას. ყველა ამ საკითხზე ჩემგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია“, - აღნიშნა ომბუდსმენმა. რაც შეეხება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოზიციებსა და შეფასებებს, იოსელიანის თქმით, მათზე საუბარი არ შეუძლია. სახალხო დამცველის ინფორმაციით, შეხვედრაზე საპროტესტო აქციის დროს დაშავებულ მოქალაქეებზეც ისაუბრეს, მათ შორის ჟურნალისტებზეც. „მათთვის ჩემი პოზიციის დაფიქსირება გამიჭირდება; ალბათ თავად იტყვიან. შემიძლია ვისაუბრო იმ საქმიანობაზე, რომელსაც ვახორციელებ როგორც სახალხო დამცველი. ალბათ იცით, რომ სასამართლოში შევიტანე კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც ვითხოვდი მიღებული კანონმდებლობის ნაწილის შეცვლას, რადგან მიმაჩნია, რომ ის არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და საქართველოს კონსტიტუციას. კონსტიტუციური სარჩელი ეხება კანონმდებლობას, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებას განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, ნიღბის ტარების აკრძალვას და ა.შ. ჩვენი შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ქმედებებით დაზარალებული მოქალაქეების, მათ შორის ჟურნალისტების შემთხვევების განხილვას, ამ საკითხებზე სახელმწიფოს რეაქციას და ჩვენს როლს. ყველა ამ საკითხზე მათ მივაწოდე ინფორმაცია“, - განაცხადა იოსელიანმა. ამასთან, ლევან იოსელიანმა უახლეს საკანონმდებლო ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატიც სწავლობს ბოლო დროს მიღებულ კანონებს და თუ დადგინდება, რომ ისინი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს ან კონსტიტუციას, გასაჩივრდება. „რაც შეეხება ბოლო ცვლილებებს, მათ შესწავლაზე მუშაობა გრძელდება. თუ დავინახავთ, რომ ისინიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს ან ჩვენს კონსტიტუციას, რა თქმა უნდა, გასაჩივრდება“, - განაცხადა იოსელიანმა. ამასთან, ომბუდსმენის თქმით, ბოლო დროს გაიზარდა ადმინისტრაციული დაკავების გამოყენების სტატისტიკა და ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასაც ჰქონდა. „ადმინისტრაციული დაკავების შემთხვევები წინა წლებთან შედარებით გაიზარდა. ამაზეც განიხილეს, დაისვა კითხვა, ხშირად იყენებს თუ არა სასამართლო დღეს ადმინისტრაციულ პატიმრობას და დიახ - ეს მართლაც ასეა. ამის დადასტურება შემიძლია. შემიძლია ვთქვა, რომ 2025 წელს ადმინისტრაციული პატიმრობა ღონისძიების სახით უფრო ხშირად გამოიყენება, ვიდრე 2024 ან 2023 წელს იყო“, - განაცხადა იოსელიანმა.
• თამარ ჩერგოლეიშვილი: ეს არის ზუსტად ის მომენტი, რომ თავისუფალ სამყაროს მივცეთ გარანტია, რომ ჩვენ ვართ ძალა, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთის დამარცხებას საქართველოში - შეიძლება ბევრი განსხვავება გვქონდეს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ჩვენი დიდი მიზნები. • ევროკომისია ვენეციის ბიენალეს რუსეთის დაბრუნების შედეგებით დაემუქრა • საქართველო 2026 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში 35-ე ადგილზეა • შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩზე: ბ-ნ პეტრეს შემთხვევაში დასაშვებია ჯერ ტყუილით მანიპულირება, შემდეგ კი სიმართლის არ შემჩნევა - დაირღვა წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი, მაგრამ პატიოსნებამ რა დააშავა?! • ირაკლი ქადაგიშვილი „ოპოზიციურ ალიანსზე“: ეს არის დაქუცმაცებული და ხელახლა აწყობილი „ნაციონალური მოძრაობა“ - თუ ვინმეს „მუშაობდა“ პარტიების გაქრობაზე, ეს რადიკალები იყვნენ. • ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მყოფი: ჩვენ დავაყენეთ დიალოგის არარსებობის, ბოიკოტისა და ძალადობის საკითხები - უნდა ითქვას, რომ დიალოგი აკლია •