საქართველო მსოფლიოში სამხედრო ხარჯების მხრივ 91 ე ადგილზეა

საქართველო მსოფლიოში სამხედრო ხარჯების მხრივ 91 ე ადგილზეა

მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა მსოფლიოს ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების კონსოლიდირებული სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც 2024 წელს გლობალურმა თავდაცვის ბიუჯეტმა მიაღწია რეკორდულ 2,65 ტრილიონ დოლარს, რაც წლიურ ზრდას 265 მილიარდი დოლარით წარმოადგენს. ოთხი წლის განმავლობაში თავდაცვის ხარჯები გაიზარდა 600 მილიარდი დოლარით. $2,65 ტრილიონი, რაც წარმოადგენს წლიურ ზრდას $265 მილიარდით. ოთხი წლის განმავლობაში თავდაცვის ხარჯები გაიზარდა 600 მილიარდი დოლარით. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, აშშ მუდმივად პირველ ადგილზეა 2024 წელს 997 მილიარდი დოლარის სამხედრო ხარჯებით. ეს აშშ-ს მშპ-ის 3,42%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ჩინეთი 314 მილიარდი დოლარით, რაც მისი მშპ-ის 1,71%-ია, მესამეზე კი რუსეთია 149 მილიარდი დოლარის სამხედრო ბიუჯეტით, რაც მისი მშპ-ის 7,05%-ია. თუმცა, რეალური მაჩვენებელი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად მაღალი იქნება და დღევანდელ ვითარებაში რუსეთი მთლიანად გადავიდა საომარ ეკონომიკაზე. რაც შეეხება ისრაელს, მისი სამხედრო ბიუჯეტი 46,5 მილიარდი დოლარია, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 8,8%; ირანის თავდაცვის ოფიციალური ბიუჯეტი შეადგენს $7,9 მილიარდს, ანუ მშპ-ს 2%-ს, თუმცა რეალურად ირანის თავდაცვის ბიუჯეტი გაცილებით დიდია, ვინაიდან ირანი მხარს უჭერს ჰეზბოლას და ჰამასს, ასევე ჰუთის შეიარაღებულ ჯგუფებს და მათ იარაღს, თვითმფრინავებს და ბალისტიკურ რაკეტებს. რაც შეეხება უკრაინას, მისი სამხედრო ბიუჯეტი 2024 წელს 64,7 მილიარდი დოლარი იყო, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 34,5%-ია. საქართველო 91-ე ადგილზეა 615 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო ხარჯებით (მშპ-ს 1,86%), სომხეთი 69-ეა 1,41 მილიარდი დოლარით (მშპ-ს 5,5%), აზერბაიჯანი კი 52-ე ადგილზეა 3,77 მილიარდი დოლარის სამხედრო ბიუჯეტით (მშპ-ს 5%). თურქეთის თავდაცვის ბიუჯეტი 25 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 1,92%-ს წარმოადგენს.

Zara, Bershka, Mango, Pull&Bear და სხვა ბრენდების გაყიდვები 357 მილიონ ლარამდე გაიზარდა.სააპელაციო სასამართლომ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება ძალაში დატოვაეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი აკლიაენმ: ჩვენ ვემიჯნებით პარტნიორ პარტიებზე თავდასხმებსვაიმარის სამკუთხედი: ახალი რეგულაციებით საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად არღვევს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, განსაკუთრებით ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.მაკა ბოჭორიშვილი: პოლიტიკოსები პარლამენტში არიან - ბოიკოტი საზიანოა მხოლოდ მათთვის, ვინც მასში მონაწილეობს და ამას ყველა ეთანხმება, ვინც იკვლევს საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებას.

ENDEKA