სააპელაციო სასამართლომ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია სახელმწიფო ბიუჯეტში 8 392 827 ლარის გადახდას ავალდებულებენ. დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. კერძოდ, საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილმა და თეიმურაზ ჯანაშიამ სახელმწიფო ბიუჯეტში ჯამში 8 392 827 ლარი უნდა გადაიხადონ. ამასთან, ამ თანხის გარდა, მიხეილ სააკაშვილს დამატებით დაეკისრა კიდევ 631 540 ლარის გადახდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს თეიმურაზ ჯანაშიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წაუყენეს - პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთქმულების გზით სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის უკანონო მითვისება. ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო თეიმურაზ ჯანაშიას 300 000 ლარის ოდენობის ჯარიმა, რის შემდეგაც სახელმწიფომ მათ წინააღმდეგ სასამართლოში სამოქალაქო სარჩელი დაიწყო, რათა გადაყრილი თანხები დაებრუნებინათ, რომლის ოდენობაც დაახლოებით 9 მილიონი ლარია.

ესტონეთის ელჩი: თბილისიდან ამ კვირის ბოლოს დავტოვებ - აისახება თუ არა ჩემი წასვლა საქართველოსა და ესტონეთს შორის ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობაზე? რა თქმა უნდა, ასეა - ამას ვერ დავმალავლევან ჯანგველაძის დეიდაშვილი: გია ჩადუნელი ვერაფერს აკეთებდა, რაც მისი მოვალეობა იყო; მას ჰქონდა 34 ტყვია და ერთი გასროლაც არ შეეძლო ჰაერში? - მისი უმოქმედობა ეჭვს ბადებსნაციონალური მოძრაობის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას ახალი ბრალი წაუყენესგია ფარულავა: როგორც ჩანს, „ოცნებამ“ აკრძალული პარტიების სია შეადგინა - შესაძლოა, სხვა პოლიტიკური მსახიობებიც დაამატონ - არაფერია გამორიცხული, არც სარჩელის გატანა.ქუთაისში არასრულწლოვანებმა ყვავილების მაღაზია გაძარცვესესტონეთის ელჩი საქართველოს დატოვებს, მაგრამ საელჩო მუშაობას თბილისში გააგრძელებს დროებითი დროებითი რწმუნებულით.

ENDEKA