სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას 8 392 827 ლარის გადახდაზე.

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას 8 392 827 ლარის გადახდაზე.

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტში ჯამში 8 392 827 ლარის გადახდას ავალდებულებდა. დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. კერძოდ, საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტში ერთობლივად 8 392 827 ლარის გადახდა დააკისრა. ამ თანხის გარდა, მიხეილ სააკაშვილს დამატებით 631 540 ლარის გადახდა დაეკისრა. ცნობისთვის: საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს თეიმურაზ ჯანაშიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წაუყენეს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 000 ლარით. ამის შემდეგ, სახელმწიფომ მათ წინააღმდეგ სასამართლოში სამოქალაქო სარჩელი აღძრა მითვისებული თანხების ანაზღაურების თაობაზე, დაახლოებით 9 მილიონი ლარის ოდენობით.

ბოჭორიშვილი: პოლიტიკოსების ადგილი პარლამენტშია, ბოიკოტი მხოლოდ მათ აზიანებს, ვინც ამას აცხადებსბრიტანელი დეპუტატი ქართველი ჩინოვნიკების წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღებას სთავაზობსქართული ოცნების დეპუტატმა ევროპარლამენტის რეზოლუციები გააკრიტიკალევან იოსელიანი ეუთოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ: მათ დაინტერესდნენ ადამიანის უფლებების შესახებ - დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საპროტესტო აქციების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების შემთხვევებს და სახელმწიფოს რეაგირებას.პერე ჯოან პონს სამპიეტრო: ჩვენ ვუთხარით პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მინიმუმ უნდა განიხილონ იმ პატიმრების გათავისუფლება, რომლებმაც სასჯელის მინიმუმ 50% მოიხადეს - ისინი ციხეში არიან, რადგან ეწეოდნენ პოლიტიკურ საქმიანობას.ხუხაშვილი: მე არ მითქვამს, რომ საქართველოში ტერაქტების სერია არსებობს, მე რეგიონზე ვსაუბრობდი

ENDEKA