პერე ჯოან პონს სამპიეტრო ჩვენ ვუთხარით პრემიერ მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მინიმუმ უნდა განიხილონ იმ პატიმრების გათავისუფლება, რომლებმაც...
ჩვენ ვუთხარით პრემიერ-მინისტრს, რომ მინიმუმ უნდა განიხილონ პატიმრების გათავისუფლება, რომლებსაც სასჯელის 50% მაინც აქვთ მოხდილი - ისინი ციხეში არიან, რადგან ეწეოდნენ პოლიტიკურ საქმიანობას, - ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პერე ჯოან პონს სამპიეტრომ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი პასუხი ჟურნალისტის შეკითხვაზე „ქართული ოცნების“ მიერ ახლახან მიღებული კანონების შესახებ იყო. „ჩვენ განვიხილეთ ეს ყველა აქტორთან, მაგრამ ვეყრდნობით 2024 წლის ანგარიშს და გვჯერა, რომ ერთად უნდა ვიმუშაოთ რეკომენდაციების გასაუმჯობესებლად. ნება მომეცით გითხრათ, რომ დღეს ზოგიერთი აქტორისგან მოვისმინეთ, რომ მდგომარეობა, მინიმუმ, არ არის უკეთესი, ვიდრე 2024 წელს. და დავამატებდი ორ რამეს. პირველ რიგში, ჩვენ ვუთხარით პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ერთი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას, არის, მინიმუმ, განიხილონ პატიმრების გათავისუფლება, რომლებსაც სასჯელის 50% მაინც აქვთ მოხდილი“, - განაცხადა სამპიეტრომ. ჟურნალისტის კითხვაზე, ეს ნიშნავს თუ არა ეს ადამიანები პოლიტპატიმრები, სამპიეტრომ თქვა, რომ „ჩემი როლი არ არის იმის თქმა, არიან თუ არა ისინი პოლიტპატიმრები“. „მე ვიტყვი, რომ ციხეში არიან, რადგან ეწეოდნენ პოლიტიკურ საქმიანობას. ჩემი აზრით, ცალკე დიალოგი გვაქვს ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ასევე ხელისუფლებასთან. ისინი ერთმანეთს ჩვენი საშუალებით ელაპარაკებიან“, - განაცხადა სამპიეტრომ.
• უცხოელებმა 2025 წელს ბათუმში უძრავი ქონების 52% იყიდეს – Galt & Taggart კვლევა • ლაშა ფარულავა: ალექსანდრე ჭიკაიძე, რომელიც ღარიბაშვილის კლანის წევრია, სასამართლოში მიჩივის და ჩემგან 50 000 ლარს ითხოვს - სარჩელი ეხება არაერთხელ გაშუქებულ კორუფციულ ფაქტებს ე.წ ქოლ-ცენტრების შესაძლო მფარველობასთან დაკავშირებით. • ლოკოკინების ექსპორტმა საქართველოს წელიწადში 2,6 მილიონი დოლარი მოუტანა • ქუთაისში არასრულწლოვანებმა ყვავილების მაღაზია გაძარცვეს • ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: ჩვენ მოვითხოვეთ პატიმრების, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის მონახულება, რაც გამოვუცხადეთ პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, შინაგან საქმეთა მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს - მათ უპასუხეს: „არა“ • ესტონეთის ელჩი: თბილისიდან ამ კვირის ბოლოს დავტოვებ - აისახება თუ არა ჩემი წასვლა საქართველოსა და ესტონეთს შორის ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობაზე? რა თქმა უნდა, ასეა - ამას ვერ დავმალავ •