ნიკოლოზ სამხარაძე ჩვენ უბრალოდ გავცვალეთ აზრები ეუთოს მისია არ მოსულა აქ ვინმესთვის რეკომენდაციების მისაცემად დიალოგის არარსებობის ერთი მთავარი მიზეზი...
ჩვენ უბრალოდ გავცვალეთ აზრები; [ეუთოს] მისია არ მოსულა ვინმესთვის რაიმე რეკომენდაციის მისაცემად ან რაიმე შეფასების გასაკეთებლად, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა. სამხარაძის თქმით, დელეგაციის წევრები ყველა შეხვედრაზე იმეორებდნენ, რომ გმობენ ძალადობასა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმებს. „საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრები გვქონდა ორი დღის განმავლობაში, ყველაფერი გუშინ დაიწყო პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრით, შემდეგ შეხვდნენ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ეწვივნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეხვდნენ სახალხო დამცველს, პრეზიდენტს და დღეს ეს ყველაფერი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით დასრულდა. ჩვენ უბრალოდ გავცვალეთ აზრები; ეს მისია აქ არ მოსულა ვინმესთვის რეკომენდაციების მისაცემად ან რაიმე შეფასების გასაკეთებლად. ასამბლეის პრეზიდენტის თქმით, მისი როლი არ არის იმის თქმა, საქართველოში პატიმრები პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულები თუ სხვაგვარად. ეს ორგანიზაცია ერთადერთი იყო, რომელმაც დაგმო პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი თავდასხმა. სხვათა შორის, ყველა ამ შეხვედრის დროს ისინი ყველა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ იმეორებდნენ, რომ გმობენ ძალადობას და თავდასხმებს სახელმწიფო ინსტიტუტებზე. რაც შეეხება კრიტიკას, წინასწარ ვერ გეტყვით, რას დაწერენ ანგარიშში - შეიძლება იყოს კრიტიკა, შეიძლება იყოს ქება, ამიტომ დაველოდოთ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ეუთოს დელეგაციას საქართველოში პოლიტიკური დიალოგის არარსებობის მთავარი მიზეზი განუმარტეს. „საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის ნაკლებობა არ საჭიროებს ეუთოს დელეგაციის მოსვლას იმის გასაგებად - ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ამას ყველა კარგად ვხედავთ. თუმცა, ამ დიალოგის ნაკლებობას ერთი მთავარი მიზეზი აქვს: ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. შესაბამისად, ისინი არ ცნობენ საქართველოს ხელისუფლებას ლეგიტიმურ ხელისუფლებად, არ შედიან პარლამენტში და ამიტომ ჩვენ მოკლებული ვართ მათთან პოლიტიკური დიალოგის შესაძლებლობას. ეს ყველაფერი ძალიან კარგად ავუხსენით დელეგაციას, თუმცა ჩვენი ახსნა-განმარტების გარეშეც ძალიან კარგად იყვნენ ინფორმირებულები ამ ყველაფრის შესახებ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
• ესტონეთის ელჩი საქართველოს დატოვებს, მაგრამ საელჩო მუშაობას თბილისში გააგრძელებს დროებითი დროებითი რწმუნებულით. • მაჭავარიანი: მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი არის ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. • ქართული სასამართლო სააკაშვილის განაჩენს უცვლელად ტოვებს • ევროკომისია ვენეციის ბიენალეს რუსეთის დაბრუნების შედეგებით დაემუქრა • თბილისში სოციალური კაფე პელამუში გაიხსნა • ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი აკლია •