ნიკა გვარამია შეცდომებს ვუშვებთ და ალბათ ისევ დავუშვებთ, მაგრამ მთავარია ვაღიაროთ და გამოვასწოროთ

ნიკა გვარამია შეცდომებს ვუშვებთ და ალბათ ისევ დავუშვებთ, მაგრამ მთავარია ვაღიაროთ და გამოვასწოროთ

არავის უთქვამს, რომ ალიანსის ცხოვრება ადვილი იქნება - შეცდომებს ვუშვებთ და, ალბათ, ისევ დავუშვებთ, მაგრამ მთავარია ვაღიაროთ და გამოვასწოროთ, - ასე გამოეხმაურა კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას სოციალურ ქსელში. პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალას სწორედ ეს გამოარჩევს და არა უცდომელობა. პირადად ჩემთვის ეს განცხადება ალიანსის წარმატებაა და ძალიან მახარებს“, - წერს ნიკა გვარამია. შეგახსენებთ, რომ დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ისინი ემიჯნება პარტნიორ პარტიებზე თავდასხმას და მოუწოდებს პარტიის ყველა წევრს და მხარდამჭერს, დაიცვან შეთანხმების წესები და უშუალო ძალისხმევა გააძლიერონ ოპოზიციური ალიანსი. მანამდე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა მოქალაქის პოსტი გაავრცელა, რომელშიც პარტია თავისუფლების მოედანს აკრიტიკებდა. პოსტის გამოქვეყნებისას პეტრე ცისკარიშვილი წერდა: „მათ ლატენტსაც ვეღარ ვუწოდებთ - ეს ხალხი კოლექტივის „ქოციტანის“ ნაწილია! ამ პოსტის კომენტარებში პეტრე ცისკარიშვილი და ფედერალისტების პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სიტყვიერი შეხლა-შემოხლა მოხდა. თამარ ჩერგოლეიშვილმა კომენტარში აღნიშნა, რომ პეტრე ცისკარიშვილი შეთანხმებას არღვევს. ”როდესაც რაღაცას ხელს აწერ, მაშინ მას უნდა დაემორჩილო!” - წერს ჩერგოლეიშვილი.

ნიკა გვარამია: „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკების რაიმე ფორმატის შექმნაზე სერიოზულად საუბარი შეუძლებელიაესტონეთის ელჩი: თბილისიდან ამ კვირის ბოლოს დავტოვებ - აისახება თუ არა ჩემი წასვლა საქართველოსა და ესტონეთს შორის ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობაზე? რა თქმა უნდა, ასეა - ამას ვერ დავმალავსაქართველოს იუსტიციის სამინისტრომ კომპანიის მონაცემების განახლებისთვის საშეღავათო პერიოდი გამოაცხადაბათუმში ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავესლევან ჯანგველაძის დეიდაშვილი: გია ჩადუნელი ვერაფერს აკეთებდა, რაც მისი მოვალეობა იყო; მას ჰქონდა 34 ტყვია და ერთი გასროლაც არ შეეძლო ჰაერში? - მისი უმოქმედობა ეჭვს ბადებსწლის დასაწყისიდან სომხეთმა ტურიზმის მიმართულებით ზრდა აჩვენა

ENDEKA