ნიკა გვარამია არავის უთქვამს, რომ სამოკავშირეო ცხოვრება ადვილი იქნება შეცდომებს ვუშვებთ და ალბათ უფრო მეტსაც დავუშვებთ, მაგრამ მთავარია ვაღიაროთ და გა...

ნიკა გვარამია არავის უთქვამს, რომ სამოკავშირეო ცხოვრება ადვილი იქნება შეცდომებს ვუშვებთ და ალბათ უფრო მეტსაც დავუშვებთ, მაგრამ მთავარია ვაღიაროთ და გა...

არავის უთქვამს, რომ ალიანსური ცხოვრება ადვილი იქნება - შეცდომებს ვუშვებთ და, ალბათ, მეტსაც დავუშვებთ, მაგრამ მთავარია ვაღიაროთ და გამოვასწოროთ, - ასე წერს "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში და პარტია "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას ეხმაურება. "ზუსტად ეს - და არა უცდომელობა - განასხვავებს პასუხისმგებელ პოლიტიკურ ძალას. პირადად ჩემთვის ეს განცხადება ალიანსის წარმატებაა და ძალიან სასიხარულოა", - წერს ნიკა გვარამია. შეგახსენებთ: დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დისტანცირებულია პარტნიორ პარტიებზე თავდასხმისგან და მოუწოდებს პარტიის ყველა წევრს და მხარდამჭერს, დაიცვან შეთანხმების წესები და მთელი ძალისხმევა მიმართონ „ოპოზიციური ალიანსის“ გაძლიერებისკენ. მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა გაავრცელა მოქალაქის პოსტი, რომელიც „თავისუფლების მოედანს“ აკრიტიკებდა. პოსტის გაზიარებისას პეტრე ცისკარიშვილმა დაწერა, რომ „მათ ლატენტურს ვეღარ ვუწოდებთ, ეს ხალხი კოჩისტანის კოლექტიური ნაწილია! პოსტის კომენტარებში პეტრე ცისკარიშვილი და „ფედერალისტთა“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. თამარ ჩერგოლეიშვილმა კომენტარებში აღნიშნა, რომ პეტრე ცისკარიშვილი შეთანხმებას არღვევს. ”როდესაც რაღაცას ხელს აწერ, ამის შემდეგ უნდა დაიცვან!” - წერს ჩერგოლეიშვილი.

გეკა გელაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდასააპელაციო სასამართლომ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება ძალაში დატოვარომან გოცირიძე: დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში არავინ დაუწესებს აზერბაიჯანს და ასე გადაარჩინა „ყულევი“„ნაციონალური მოძრაობა“: ჩვენ ვშორდებით პარტნიორ პარტიებზე თავდასხმებს და მოვუწოდებთ პარტიის ყველა წევრს და მხარდამჭერს, დაიცვან შეთანხმების წესები და მთელი ძალისხმევა მიმართონ „ოპოზიციური ალიანსის“ გაძლიერებისკენ.დიდი ბრიტანეთი აფრთხილებს პირებს, რომლებიც თანამშრომლობენ სანქცირებულ ტელეარხებთან Imedi TV და Post TVევროკომისია ვენეციის ბიენალეს რუსეთის დაბრუნების შედეგებით დაემუქრა

ENDEKA