მთავრობის ადმინისტრაცია ეხმაურება სატელევიზიო დებატების დროს გავრცელებულ ინფორმაციას უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ბაზალეთის ტბასთან მიწის შესყიდვასთ...
მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი სატელევიზიო დებატების დროს გავრცელებულ ინფორმაციას უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ბაზალეთის ტბასთან მიწის შესყიდვის შესახებ ეხმაურება. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიწის ნაკვეთი საქართველოს მთავრობამ 2006 წელს საკუთრებაში გადასცა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელმაც შემდგომში გაყიდა ქონება; მოგვიანებით, კერძო მფლობელმა მიწის ნაკვეთი მიჰყიდა შპს „იორკ თაუერსს“, რომელსაც ამჟამად ჰქვია შპს „იორკ ჰოლდინგ ჯგუფი“ და რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ეგვიპტის მოქალაქეა. „გასულ შაბათს გამართული სატელევიზიო დებატების დროს გადაცემის ერთ-ერთმა მონაწილემ, ზურაბ მახარაძემ გაავრცელა ინფორმაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ბაზალეთის ტბის მიმდებარედ მიწის შესყიდვის შესახებ. თემის მიმართ საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ აღნიშნული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საქართველოს მთავრობამ საკუთრებაში 2006 წელს გადასცა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“. რ“, რომელმაც, თავის მხრივ, 2007 წელს მიწის ნაკვეთი მიჰყიდა შპს „ტრენინგ ცენტრს“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი მაშინ იყო ეკონომიკის მაშინდელი მინისტრის კახა ბენდუქიძის მიერ დაარსებული კომპანია - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ცოდნის ფონდი“ მიყიდა მიწის ნაკვეთი L81, დეკემბერი20 კერძო მესაკუთრეს. „იორკ თაუერსი“, რომელსაც ამჟამად შპს „იორკ ჰოლდინგ ჯგუფი“ ჰქვია და რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ეგვიპტის მოქალაქეა“, - ნათქვამია განცხადებაში.
• ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტი გამოთქვამს "სერიოზულ შეშფოთებას" გამოძიების გამო ლუკ კოფისა და გიორგი კანდელაკის თანაავტორული მოხსენების შემდეგ საქართველოში ირანის მზარდი გავლენის შესახებ. • მაკა ბოჭორიშვილი: არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც გაამართლებდა ყულევის ჩართვას ევროკავშირის სანქციების პაკეტში - ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ევროკომისიას, თუ რა ნაბიჯებს დგამს საქართველო - არ არსებობს დამატებითი ვალდებულებები. • ირაკლი კობახიძე: მე შევხვდი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას - დისკუსია ეხებოდა რეგიონულ უსაფრთხოებასა და ეუთოსთან პარტნიორობის გაძლიერებას. • გია ხუხაშვილი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ნაკლებად აინტერესებდა რისკების შეფასება - „თავი ქვიშაში ჩამარხვის“ სტრატეგია დამღუპველია ქვეყნისთვის • გიორგი სიორიძე: რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ წინასწარი სხდომაც კი არ დაუნიშნავს - ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის დადგმას აპირებენ ივანიშვილი და მისი რეჟიმი. • ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი აკლია •