მაკა ბოჭორიშვილი პოლიტიკოსები პარლამენტში არიან ბოიკოტი საზიანოა მხოლოდ მათთვის, ვინც მასში მონაწილეობს და ამას ყველა ეთანხმება, ვინც იკვლევს საქართვე...
რა თქმა უნდა, ინტერესთა სფეროშია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი შიდაპოლიტიკური ვითარება საქართველოში. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ პოლიტიკოსები პარლამენტში არიან და ბოიკოტი საზიანოა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. ბოჭორიშვილის თქმით, მხარეებს შორის დისკუსიაზე ასევე შეეხო რეგიონში უსაფრთხოების გარემოს და არსებული სიტუაციიდან გამომდინარე შესაბამის გამოწვევებს. „ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი კარგი ფაქტია. კარგია, რომ ვიზიტი შედგა, კარგია, რომ შეხვედრები ჰქონდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პირველი პირებისგან მოისმინა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, რაც დაინტერესდა რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა დისკუსია რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ზოგადად ეუთოს სივრცეში არსებულ გამოწვევებზე. ინტერესის სფეროში, რა თქმა უნდა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარებაც არის. ერთი რამ ცხადია - ყველა ვთანხმდებით, რომ პოლიტიკოსები პარლამენტში არიან და ბოიკოტი საზიანოა მხოლოდ მათთვის, ვინც მონაწილეობს და ამას იზიარებს ყველა, ვინც იკვლევს საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. ცნობისთვის: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოს 8 მარტს ეწვია და ვიზიტს 10 მარტს დაასრულებს. მას ხელმძღვანელობს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პერე ჯოან პონს სამპიეტრო.
• ქობულეთის საფეხბურთო კლუბი "შუქურა" ქართულ ფეხბურთს უბრუნდება • ნიკა გვარამია: „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკების რაიმე ფორმატის შექმნაზე სერიოზულად საუბარი შეუძლებელია • ლოკოკინების ექსპორტმა საქართველოს წელიწადში 2,6 მილიონი დოლარი მოუტანა • ირაკლი კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად არჩევას მიულოცა. • გეკა გელაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა • ბაჩო ახალაის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული •