ლევან მახაშვილი ცხადი გახდა, რომ ყულევის პორტის გარშემო გამართული მთელი კამპანია და ზოგადად სანქციები იყო სრული სიცრუე და მანიპულირება ჩვენ მოვისმინეთ...

ლევან მახაშვილი ცხადი გახდა, რომ ყულევის პორტის გარშემო გამართული მთელი კამპანია და ზოგადად სანქციები იყო სრული სიცრუე და მანიპულირება ჩვენ მოვისმინეთ...

გაირკვა, რომ ყულევის პორტისა და ზოგადად სანქციების ირგვლივ გაჩაღებული მთელი კამპანია სრული სიცრუე და მანიპულირება იყო - უკვე არაერთხელ დადასტურდა, რომ ეს ხალხი ჭორიკანა და მატყუარაა; საქართველოს მთავრობა თავის საქმეს აკეთებს, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტიდან ყულევის პორტის ამოღების საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, მისასალმებელია ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება. მახაშვილის თქმით, ქართული მხარე დარჩება მჭიდრო კონტაქტზე დაინტერესებულ მხარეებთან, რათა ევროკავშირმა, ამერიკელებმა და ბრიტანელებმა დარწმუნდნენ, რომ ყულევის პორტში „ნამდვილად არაფერი ხდება“. „ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება ნამდვილად მისასალმებელია, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მთავრობა პატიოსნად და კეთილსინდისიერად ასრულებს პარტნიორების წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს, უპირველეს ყოვლისა უკრაინელების წინაშე. უკვე არაერთხელ გაირკვა, რომ ამ თემისა და ზოგადად სანქციების ირგვლივ წამოჭრილი მთელი კამპანია სრული სიცრუე და მანიპულირება იყო, არც მეტი და არც ნაკლები. ჩვენ მოვისმინეთ ჭორები ამ თემაზე ერთზე მეტი ელჩისგან. დღეს გაირკვა, ვინ არის ნამდვილი ჭორი და ვინ არის პასუხისმგებელი ამ პროცესში. რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში, უპირველეს ყოვლისა, ამ ადამიანისგან ბოდიშის მოხდას ველით - ყოველ შემთხვევაში, სიმართლის აღიარება, რომ მისი განცხადებები იყო ჭორაობა და უსაფუძვლო ცილისწამება საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ვფიქრობ, ამ წერილით, არამარტო სანქციებთან დაკავშირებით, არამედ ზოგიერთი ელჩისა და დიპლომატის საქციელთან დაკავშირებით, ყველაფერი ნათელი გახდა. უკვე არაერთხელ დადასტურდა, რომ ეს ხალხი ჭორიკანა და მატყუარაა. საქართველოს ხელისუფლება თავის საქმეს აკეთებს. როდესაც ეს პროცესი დაიწყო, გაჩნდა კითხვები: მართლა ხდება რამე ამ პორტში? კითხვებზე პასუხი გაცემულია - ჯერ ერთი, რომ არაფერი ხდება და მეორე, ჩვენ მჭიდრო კავშირში ვიქნებით დაინტერესებულ მხარეებთან, რათა არა მარტო ჩვენ, არამედ ევროკავშირის მხარეც, ამერიკელებიც და ბრიტანელებიც ვიყოთ დარწმუნებული, რომ რეალურად არაფერი ხდება. სწორედ ამაზეა საუბარი“, - განაცხადა მახაშვილმა. ცნობისთვის: ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხებში დევიდ ო’სალივანმა წერილი გაუგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მე-20 სანქციების პაკეტში საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობტერმინალი არ შეიტანა.

Zara, Bershka, Mango, Pull&Bear და სხვა ბრენდების გაყიდვები 357 მილიონ ლარამდე გაიზარდა.იუნესკოს ექსპერტები მცხეთას სტუმრობენ ისტორიული ძეგლების დაცვის შესაფასებლადევროკავშირი ყულევის ქარხნის სანქციებს მოხსნის, რადგან საქართველომ და სოკარმა თანამშრომლობის პირობა დადოვაიმარის სამკუთხედი: ახალი რეგულაციებით საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად არღვევს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, განსაკუთრებით ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.თბილისში სოციალური კაფე პელამუში გაიხსნამიგრაციის სამსახურმა საქართველოდან 74 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევა

ENDEKA