ლაშა ფარულავა ყულევთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ლევან დავითაშვილის დაკითხვის ჩანაწერი ევროსტრუქტურებში გაგზავნეს.
დავითაშვილის დაკითხვის ჩანაწერი, სავარაუდოდ, ევროსტრუქტურებს გაუგზავნეს, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ფარულავა ყულევის პორტის ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტიდან ამოღებას. „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ლაშა ფარულავამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ და „სოკარმა“ ევროპელ პარტნიორებს გაცილებით მეტი ფაქტი და მტკიცებულება გაუზიარეს, ვიდრე ქართულმა მხარემ. „ყულევის ნავთობტერმინალი საქართველოში წლებია ფუნქციონირებს და „სოკარის“ საკუთრებაა. მას არასდროს ჰქონია არანაირი პრობლემა, არც ერთ საერთაშორისო კორუფციულ სკანდალში, რომ აღარაფერი ვთქვათ სანქციების განხილვაში. როდის დაიწყო ეს ყველაფერი, როცა საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება - კონკრეტულად ეკონომიკის მინისტრის ბატონი დავითაშვილი - და დაიწყო შესაბამისი ლიცენზიები, ნავთობის მშენებლობა და ნებართვა. ფიქტიური კონსტრუქცია იქ არაფერი მუშაობს, ასეთი ქარხანა არ არსებობს. არარსებული ქარხანა ყოველთვიურად 60 მილიონი ნავთობპროდუქტს აგზავნის ევროპაში. საბოლოოდ დადასტურდა, რომ ეს არის რუსული სანქცირებული პროდუქტი. ტერმინალი ცალკეა, ქარხანა ცალკეა და ტერმინალს ქარხნის გამო პრობლემები შეექმნა. აზერბაიჯანის მთავრობამ და „სოკარმა“ გაცილებით მეტი ფაქტი და მტკიცებულება გაუზიარეს ევროპელ პარტნიორებს, ვიდრე ქართულმა მხარემ. რატომ? რადგან ქართულმა მხარემ თავად შექმნა ეს პრობლემა, თავად წამოიწყო თაღლითური სქემა. დავითაშვილმა ნებართვა გასცა, გაუქმდა, შემდეგ კი ქარხანაში სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. რა შეიძლება იყოს ამაზე დიდი კორუფცია და ინტერესთა კონფლიქტი?” - განაცხადა ლაშა ფარულავამ. ცნობისთვის: ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხებში დევიდ ო’სალივანმა წერილი გაუგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მე-20 სანქციების პაკეტში საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობტერმინალი არ შეიტანა.
• მიხეილ სააკაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთიანობა - ოპოზიციამ ყველა გზა უნდა გადაკეტოს ამ რეჟიმს • ხუხაშვილი: მე არ მითქვამს, რომ საქართველოში ტერაქტების სერია არსებობს, მე რეგიონზე ვსაუბრობდი • გია ხუხაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული. • ქართული ოცნების დეპუტატმა ევროპარლამენტის რეზოლუციები გააკრიტიკა • ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას უარი ეთქვა „ბათუმელების“ დამფუძნებლისა და ციხეში მყოფი სხვა პატიმრების მონახულებაზე. • გია ლოლაძე: მოჯთაბა ხამენეის მილოცვა ბუნებრივია; ეს არის პროტოკოლზე დაფუძნებული და, ალბათ, აუცილებელიც კი არის, თუ გავითვალისწინებთ რეგიონულ კონტექსტს - არის ბევრად უფრო ღრმა პრობლემები აშშ-სთან, რომლებზეც ეს გავლენას არ მოახდენს •