ლაშა ფარულავა ალექსანდრე ჭიკაიძე, რომელიც ღარიბაშვილის კლანის წევრია, სასამართლოში მიჩივის და ჩემგან 50 000 ლარს ითხოვს სარჩელი ეხება არაერთხელ გაშუქე...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ფარულავას განცხადებით, მას შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე უჩივის და 50 000 ლარის გადახდას ითხოვს. ფარულავამ განმარტა, რომ ჭიკაიძის სარჩელი მის წინააღმდეგ, ასევე ტელეკომპანია „ფორმულა“ და გადაცემა „დროების“ წამყვანების წინააღმდეგ, დაკავშირებულია ე.წ. ყოფილი შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის კლანის წევრია, სასამართლოში მიჩივის და 50 000 ლარს მთხოვს. სარჩელი უკავშირდება მედიაში არაერთხელ გაშუქებულ კორუფციულ ფაქტებს - ე.წ. მე და ჩემი მეგობრები წლების განმავლობაში ვითხოვდით ამ საკითხებზე გამოძიების დაწყებას. ეს მოიცავს არაერთგზის საჯაროდ დაყენებას ალექსანდრე ჭიკაიძის შესაძლო ფინანსური კავშირების შესახებ ავიაკომპანია GeoSky-თან, რომელიც ეკუთვნის კახელ ბიზნესმენს და ასოცირდება ირაკლი ღარიბაშვილის ახლო წრესთან. აღსანიშნავია, რომ ამ კორუფციული ამბის გაშუქების გამო ჭიკაიძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა არამარტო ჩემს წინააღმდეგ, არამედ ტელეკომპანია „ფორმულა“ და გადაცემა „დროების“ წამყვანების წინააღმდეგ. სიმბოლურია, რომ დღეს კრიტიკული კითხვების დასმისთვის ადამიანი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ვერ ასხვავებდა თალიბანს, მინისტრის წასვლის შემდეგ, გახდა სუსტი, როგორც მინისტრი. სასამართლო. ეს საქმე კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფი გამოიყენოს სასამართლო კრიტიკული ხმების დასაშინებლად და ჩასახშობად. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდია იმ სისტემისა, რომელიც წლების განმავლობაში აშენდა საქართველოში, რომლის მთავარი ბენეფიციარი ბიძინა ივანიშვილია“, - განაცხადა ფარულავამ.
• თამარ ჩერგოლეიშვილი: ეს არის ზუსტად ის მომენტი, რომ თავისუფალ სამყაროს მივცეთ გარანტია, რომ ჩვენ ვართ ძალა, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთის დამარცხებას საქართველოში - შეიძლება ბევრი განსხვავება გვქონდეს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ჩვენი დიდი მიზნები. • მაკა ბოჭორიშვილი: არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც გაამართლებდა ყულევის ჩართვას ევროკავშირის სანქციების პაკეტში - ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ევროკომისიას, თუ რა ნაბიჯებს დგამს საქართველო - არ არსებობს დამატებითი ვალდებულებები. • გია ფარულავა: როგორც ჩანს, „ოცნებამ“ აკრძალული პარტიების სია შეადგინა - შესაძლოა, სხვა პოლიტიკური მსახიობებიც დაამატონ - არაფერია გამორიცხული, არც სარჩელის გატანა. • რომში გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის მსოფლიო კონგრესში საქართველოს 100 წარმომადგენელი მონაწილეობს • ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მყოფი: ჩვენ დავაყენეთ დიალოგის არარსებობის, ბოიკოტისა და ძალადობის საკითხები - უნდა ითქვას, რომ დიალოგი აკლია • ირაკლი კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად არჩევა ოფიციალურად მიულოცა. •