ხუხაშვილი მე არ მითქვამს, რომ საქართველოში ტერაქტების სერია არსებობს, მე რეგიონზე ვსაუბრობდი

ხუხაშვილი მე არ მითქვამს, რომ საქართველოში ტერაქტების სერია არსებობს, მე რეგიონზე ვსაუბრობდი

ექსპერტმა გია ხუხაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვამდე მისვლამდე განაცხადა, რომ საქართველოში ტერაქტების სერიაზე არ საუბრობდა, არამედ რეგიონს გულისხმობდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მასზე უკეთ იცის, რის საფუძველზე აკეთებს ამ განცხადებას. ხუხაშვილის თქმით, როდესაც ის ტერაქტების სერიაზე საუბრობდა, ის რეგიონს გულისხმობდა და საქართველო არ იყო ნახსენები. "მე არ მითქვამს, რომ საქართველოში ტერაქტების სერიის საშიშროება არსებობს, მე ვთქვი რეგიონში. თქვენ ალბათ ნახეთ ისრაელის საელჩოს განცხადება. ბოდიშს გიხდით, მაგრამ წარმოშობით ებრაელი ვარ და პირადად საშიშროებასაც ვგრძნობ. ეს განცხადება გავაკეთე ანალიზის საფუძველზე: როცა ასეთი ჯგუფები მოქმედებენ რეგიონში, რისკები ყოველთვის არსებობს", - აღნიშნა ხუხაშვილმა. მან ასევე კიდევ ერთხელ ახსენა ჯგუფები, რომლებიც, მისი თქმით, აშშ-ს მიერ სანქცირებული ალ-მუსტაფას უნივერსიტეტში სწავლობენ. ხუხაშვილი აცხადებს, რომ ამ ჯგუფებს შორის არიან საქართველოს მოქალაქეები. „ნამდვილად არ მეშინია დაკავების, რას ნიშნავს დამიჭერენ? დავწექი და წიგნებს წავიკითხავ. საქართველოს მოქალაქეები გაიარეს ტრენინგები და ამის საფუძველზე ვაკეთებ ამ განცხადებას - ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩემზე უკეთ იცის, ჰკითხეთ მათ. არის ამერიკიდან სანქცირებული ჯგუფები, ეს უნივერსიტეტი ცნობილია და მათ საქმიანობა ჰქონდათ საქართველოში“, - განაცხადა ხუხაშვილმა. შეგახსენებთ, ექსპერტი გია ხუხაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით გამოკითხულია. კერძოდ, ტელეკომპანია „პალიტრა ნიუსის“ პოლიტიკურ თოქშოუ „360 გრადუსში“ მან განაცხადა: „სიტუაცია ძალიან საშიშია. დეტალებს ვერ ვამხელ. მე მაქვს ინფორმაცია ღია წყაროებიდან და საკმაოდ დამაჯერებელია, აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ საფრთხე რეალურია. ტერორისტული თავდასხმების სერია შეიძლება დაიწყოს“.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდამაჭავარიანი: მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი არის ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სანქციების საკითხებში: ყულევის ნავთობტერმინალი ამოღებულია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტიდან.საქართველო მსოფლიოში სამხედრო ხარჯების მხრივ 91-ე ადგილზეაწლის დასაწყისიდან სომხეთმა ტურიზმის მიმართულებით ზრდა აჩვენანაციონალური მოძრაობის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას ახალი ბრალი წაუყენეს

ENDEKA