ისრაელიდან, ირანიდან და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ფრენები კვლავ გაუქმდა სიტუაცია საქართველოს აეროპორტებში
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო რეგიონიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ფრენების უმეტესობა გაუქმებულია. TAV Georgia-ს ინფორმაციით, ბოლო 5 დღის განმავლობაში დუბაიდან (UAE) 5 რეისი განხორციელდა (ღამის რეისები არ სრულდება). აბუ დაბიდან და შარჯადან ფრენები ამ დროისთვის გაუქმებულია. დღეს, 10 მარტს თბილისის აეროპორტში გაუქმდა რეგულარული ფრენები შემდეგი ქალაქებიდან: თელ-ავივი (4) თეირანი (2) შარჯა (2) ქუვეითი (2) აბუ დაბი (1) დოჰა (1) დუბაი (1). დღესვე გაუქმდა ორი რეისი თელ-ავივიდან ბათუმის მიმართულებით. პარალელურად, თბილისიდან თელ-ავივის მიმართულებით საევაკუაციო ფრენები სრულდება, რომლითაც ისრაელის მოქალაქეები საქართველოდან სამშობლოში ბრუნდებიან. სამი ასეთი რეისი 10 მარტს იგეგმება. 28 თებერვლის შემდეგ, როდესაც ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაცია დაიწყო, საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთს შორის ათობით ფრენა გაუქმდა. შეერთებულ შტატებსა და ისრაელს ჯერ არ გამოუცხადებიათ სამხედრო ოპერაციის დასრულების ვადები.
• დიდი ბრიტანეთი აფრთხილებს პირებს, რომლებიც თანამშრომლობენ სანქცირებულ ტელეარხებთან Imedi TV და Post TV • მთავრობის ადმინისტრაცია: ეხმაურება სატელევიზიო დებატების დროს გავრცელებულ ინფორმაციას უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ბაზალეთის ტბასთან მიწის შესყიდვასთან დაკავშირებით. • ესტონეთის ელჩი: თბილისიდან ამ კვირის ბოლოს დავტოვებ - აისახება თუ არა ჩემი წასვლა საქართველოსა და ესტონეთს შორის ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობაზე? რა თქმა უნდა, ასეა - ამას ვერ დავმალავ • ჯო უილსონი - ანტიამერიკული "ქართული ოცნება" სასიკვდილოდ ეშინია, რომ ამერიკელები გაიგებენ, რომ ის ირანის რეჟიმთან კავშირშია, ამიტომ ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა გააჩუმოს ექსპერტები, რომლებიც ხაზს უსვამენ ამ ფაქტს - დაამარცხონ ირანი, დაამარცხონ GD. • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხულოს მერიის ყოფილი თანამშრომლები დააკავა • გეკა გელაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა •