გია ფარულავა როგორც ჩანს, ოცნებამ აკრძალული პარტიების სია შეადგინა შესაძლოა, სხვა პოლიტიკური მსახიობებიც დაამატონ არაფერია გამორიცხული, არც სარჩელის გ...
„ოცნება“ საუბრობს პოლიტიკური ველის გაჯანსაღებაზე, ამავდროულად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს ხვდება ახალი „მესიჯით“, რომ მეტი პარტია უნდა აიკრძალოს დამატებით - დაველოდოთ და ვნახოთ რა იქნება; შესაძლოა, ეს სარჩელიც გააუქმონ - აღარაფერი გაგვიკვირდება, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა გია ფარულავამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო აძლიერებს ბრძოლას ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ. რას ნიშნავს ეს, მგონი, თავად თქვეს, რომ სარჩელს სხვა პარტიები დაემატება. ჩვენ მხოლოდ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტზე და პოლიტიკური პროცესის ნორმალიზებაზე ვსაუბრობდით, ეტყობა, კობახიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს ამ „გზავნილით“ ხვდება და ხვალ შეიძლება სხვა პოლიტიკური აქტორებიც დაამატონ აკრძალული პარტიების სიაში. ეს მათი დამოკიდებულებაა. ზოგადად, საუბრობენ პოლიტიკის ნორმალიზებაზე, მეორე მხრივ, კიდევ უფრო აძლიერებენ ბრძოლას პარტიების წინააღმდეგ“, - განაცხადა ფარულავამ. კითხვაზე, რატომ არ არის მისი პარტია აკრძალულ პარტიების სიაში შეყვანილი, ფარულავა პასუხობს, რომ ეს თავად „ქართულ ოცნებას“ უნდა ჰკითხოთ. „ჩვენ ბრძოლაში ვართ. დღეს ჩვენ ნამდვილად ვიბრძვით და ამის ერთ-ერთი მაგალითია პოლიტიკური დევნა, რომელსაც პირადად ჩვენი პოლიტიკური ლიდერი განიცდის „ოცნებიდან“ და ივანიშვილის მხრიდან. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ვართ აკრძალული პარტიების სიაში - თავად „ოცნებას“ უნდა ჰკითხოთ. "ოცნების" სიტყვები ერთია, მათი მოქმედებები სხვა. არ არის გამორიცხული, რომ ამ კონკრეტულ სარჩელ მოთხოვნას სხვა პარტიებიც დაემატოს, ან ეს სარჩელი მოხსნას მათი მხრიდან, რადგან დღეს თუ ვინმეს სარგებლობს პოლიტიკურ ველზე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნით, ეს „ოცნებაა“, - განაცხადა ფარულავამ. ცნობისთვის: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ოპოზიციურ ალიანსზე“ კომენტარის დროს განაცხადა, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის შესწორება მოგვიწევს. ახალი კონფიგურაციის გამო პარტიების სახელების შეცვლა დაგვჭირდება“.
• მაჭავარიანი: მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი არის ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. • აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაახლა სამოგზაურო რჩევები - საქართველო რჩება უსაფრთხოების 1 დონის ქვეყანად • ვაიმარის სამკუთხედი: ახალი რეგულაციებით საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად არღვევს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, განსაკუთრებით ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. • ნიკა გვარამია: შეცდომებს ვუშვებთ და ალბათ ისევ დავუშვებთ, მაგრამ მთავარია ვაღიაროთ და გამოვასწოროთ • ევროკავშირი ყულევის ქარხნის სანქციებს მოხსნის, რადგან საქართველომ და სოკარმა თანამშრომლობის პირობა დადო • ევროკომისია ვენეციის ბიენალეს რუსეთის დაბრუნების შედეგებით დაემუქრა •