გეკა გელაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

გეკა გელაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე შეხვდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პერე ჯოან პონს სამპიეტროს, რომელიც დელეგაციასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები. მინისტრმა დელეგაციის წევრებს დეპარტამენტის მუშაობის პრიორიტეტული მიმართულებები და მიმდინარე რეფორმები გააცნო. გეკა გელაძემ და პერე ჯოან პონს სამპიეტრომ სამინისტროსა და ეუთოს შორის თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ეუთოს ინსტიტუტებთან ურთიერთობა და გამოთქვა მზადყოფნა მომავალშიც გააღრმავოს ეს თანამშრომლობა.

ირაკლი კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად არჩევას მიულოცა.ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ უბრალოდ გავცვალეთ აზრები - ეუთოს მისია არ მოსულა აქ ვინმესთვის რეკომენდაციების მისაცემად - დიალოგის არარსებობის ერთი მთავარი მიზეზია: ოპოზიცია არ ცნობს არჩევნების შედეგებს.მიხეილ სააკაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთიანობა - ოპოზიციამ ყველა გზა უნდა გადაკეტოს ამ რეჟიმსეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ მოითხოვა ნებართვა პოლიტიკური საქმიანობისთვის პატიმრების მონახულების შესახებვაიმარის სამკუთხედი: ახალი რეგულაციებით საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად არღვევს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, განსაკუთრებით ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი აკლია

ENDEKA