ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი აკლია

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი აკლია

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა პერე ხუან პონსო სამპიეტრომ განაცხადა, რომ საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე დიალოგის ნაკლებობაა - ეს საკითხი დელეგატებმა როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე ოპოზიციის ნაწილთან შეხვედრებზე დაასხეს. ასე უპასუხა სამპიეტრომ კითხვას, როგორ შეაფასებს ის „ქართული ოცნების“ ბოლო ქმედებებს, არის თუ არა მათი ნაბიჯები ანტიდემოკრატიული და ირღვევა თუ არა საქართველოში მოქალაქეთა უფლებები. ევროპელი პოლიტიკოსის თქმით, დელეგატებს ჰქონდათ "კონფიდენციალური და ძალიან გულწრფელი საუბარი" ყველა მხარესთან. "ეს არის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი - ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ყველაფერზე ყველა აქტორთან და ვეცდები ავხსნა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოში ყველა აქტორთან ბოლო 6-7 თვის განმავლობაში. ჩვენ <გვაქვს> კონფიდენციალური, ძალიან გულწრფელი საუბარი. ის, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ნახეთ, ამ თვის მუშაობის შედეგია. ჩვენ შევძელით მუშაობა თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და <პარლამენტის> სპიკერთან. ჩვენ მოვახერხეთ ყველა კითხვის დასმა. ნება მომეცით გითხრათ, რომ ჩვენ დავაყენეთ დიალოგის არარსებობის, ბოიკოტისა და ძალადობის საკითხები. ეს ორგანიზაცია <ეუთო გმობს ყველა სახის ძალადობას, მაგრამ დემოკრატიულმა სისტემებმა ასევე უნდა დაიცვას მოქალაქეთა უფლებები. და ჩვენ დავაყენეთ დიალოგის არარსებობის საკითხი პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე ოპოზიციასთან. უნდა გითხრათ, რომ დიალოგი აკლია“, - განაცხადა სამპიეტრომ.

გია ხუხაშვილი სსს-ში დაკითხვის შემდეგ: საკითხი ეხებოდა ჩემს საჯარო განცხადებებს, ძირითადად „პალიტრანიუსის“ ეთერში, სადაც მე ვისაუბრე იმ პოტენციურ საფრთხეებზე, რომელიც შეიძლება ირანის მიერ ამ ომის ფონზე განხორციელდეს.ლევან ჯანგველაძის დეიდაშვილი: გია ჩადუნელი ვერაფერს აკეთებდა, რაც მისი მოვალეობა იყო; მას ჰქონდა 34 ტყვია და ერთი გასროლაც არ შეეძლო ჰაერში? - მისი უმოქმედობა ეჭვს ბადებს„ნაციონალური მოძრაობა“: ჩვენ ვშორდებით პარტნიორ პარტიებზე თავდასხმებს და მოვუწოდებთ პარტიის ყველა წევრს და მხარდამჭერს, დაიცვან შეთანხმების წესები და მთელი ძალისხმევა მიმართონ „ოპოზიციური ალიანსის“ გაძლიერებისკენ.ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მყოფი: ჩვენ დავაყენეთ დიალოგის არარსებობის, ბოიკოტისა და ძალადობის საკითხები - უნდა ითქვას, რომ დიალოგი აკლიალევან იოსელიანი ეუთოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ: მათ დაინტერესდნენ ადამიანის უფლებების შესახებ - დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საპროტესტო აქციების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების შემთხვევებს და სახელმწიფოს რეაგირებას.მაკა ბოჭორიშვილი: პოლიტიკოსები პარლამენტში არიან - ბოიკოტი საზიანოა მხოლოდ მათთვის, ვინც მასში მონაწილეობს და ამას ყველა ეთანხმება, ვინც იკვლევს საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებას.

ENDEKA