ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჩვენ მოვითხოვეთ პატიმრების, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის მონახულება, რაც გამოვუცხადეთ პრემიერ მინისტრს, პრეზ...
მოვითხოვეთ პატიმრების, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის მონახულება; ჩვენ ეს გამოვუცხადეთ პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, შინაგან საქმეთა მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს - მათ უპასუხეს: „არა“, - ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პერე ჯოან პონს სამპიეტრომ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. „მინდა გითხრათ, რომ მოვითხოვეთ ციხეში მყოფი პატიმრების მონახულება, განსაკუთრებით სახაროვის პრემიის ლაურეატი [მზია ამაღლობელი]. ეს ვუთხარით პრემიერ-მინისტრს, ვუთხარით ქვეყნის პრეზიდენტს, ვუთხარით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვუთხარით პარლამენტის თავმჯდომარეს და მათ უპასუხეს: არა. ასე რომ, ჩვენ ვეთანხმებით იმ ფაქტს, რომ მთავრობას აქვს უფლება უარი თქვას, მაგრამ ჩვენ ვითხოვეთ განხილვა. ჩვენ გვჯერა, რომ თუ თქვენ აწარმოებთ მოლაპარაკებებს, ან აპირებთ მოლაპარაკებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე (ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე), რა თქმა უნდა, თქვენ უნდა აწარმოოთ პოლიტიკური მოლაპარაკებები…. და ვფიქრობ, დღევანდელი ვითარება, რომელიც დღეს ვნახეთ, მინიმუმ გვაიძულებს ვუთხრათ მთავრობას, რომ განიხილოს [პატიმართა] გათავისუფლება“, - განაცხადა სამპიეტრომ.
• ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ უბრალოდ გავცვალეთ აზრები - ეუთოს მისია არ მოსულა აქ ვინმესთვის რეკომენდაციების მისაცემად - დიალოგის არარსებობის ერთი მთავარი მიზეზია: ოპოზიცია არ ცნობს არჩევნების შედეგებს. • ბოჭორიშვილი: პოლიტიკოსების ადგილი პარლამენტშია, ბოიკოტი მხოლოდ მათ აზიანებს, ვინც ამას აცხადებს • ლაშა ფარულავა: ალექსანდრე ჭიკაიძე, რომელიც ღარიბაშვილის კლანის წევრია, სასამართლოში მიჩივის და ჩემგან 50 000 ლარს ითხოვს - სარჩელი ეხება არაერთხელ გაშუქებულ კორუფციულ ფაქტებს ე.წ ქოლ-ცენტრების შესაძლო მფარველობასთან დაკავშირებით. • მიხეილ სააკაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთიანობა - ოპოზიციამ ყველა გზა უნდა გადაკეტოს ამ რეჟიმს • თამარ ჩერგოლეიშვილი: ეს არის ზუსტად ის მომენტი, რომ თავისუფალ სამყაროს მივცეთ გარანტია, რომ ჩვენ ვართ ძალა, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთის დამარცხებას საქართველოში - შეიძლება ბევრი განსხვავება გვქონდეს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ჩვენი დიდი მიზნები. • ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მყოფი: ჩვენ დავაყენეთ დიალოგის არარსებობის, ბოიკოტისა და ძალადობის საკითხები - უნდა ითქვას, რომ დიალოგი აკლია •