ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას უარი ეთქვა ბათუმელების დამფუძნებლისა და ციხეში მყოფი სხვა პატიმრების მონახულებაზე.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა პერე ხუან პონსო სამპიეტრომ საქართველოს ხელისუფლებისგან უარი მიიღო საპროტესტო აქციის მონაწილეებისა და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ციხეში მონახულებაზე. „მინდა ვთქვა, რომ ციხეში მყოფი პატიმრების, განსაკუთრებით სახაროვის პრემიის ლაურეატის <მზია ამაღლობელის> მონახულების ნებართვა ვითხოვეთ. ამის შესახებ ჩვენ ვუთხარით პრემიერ-მინისტრს, ქვეყნის პრეზიდენტს, ეს ვუთხარით შინაგან საქმეთა მინისტრს, ეს ვუთხარით პარლამენტის თავმჯდომარეს. და მათ გვიპასუხეს: „არა“. ჩვენ ვეთანხმებით, რომ მთავრობას აქვს უფლება უარი თქვას, მაგრამ ვითხოვთ ამ საკითხის განხილვას. ჩვენ გვჯერა, რომ თუ თქვენ აწარმოებთ მოლაპარაკებას ან აპირებთ მოლაპარაკებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე, (ჩვენ ეს განვიხილეთ) მაშინ, რა თქმა უნდა, თქვენ გჭირდებათ პოლიტიკური მოლაპარაკებების წარმოება... ვფიქრობ, არსებული ვითარება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, სულ მცირე გვაიძულებს ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ მათ მაინც უნდა განიხილონ [პატიმრების] გათავისუფლება“, - განაცხადა სამპიეტრომ.
• ბათუმში ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს • გია ფარულავა: როგორც ჩანს, „ოცნებამ“ აკრძალული პარტიების სია შეადგინა - შესაძლოა, სხვა პოლიტიკური მსახიობებიც დაამატონ - არაფერია გამორიცხული, არც სარჩელის გატანა. • ქინქლაძის ფონდი საქართველოში ახალგაზრდების გაძლიერებისა და ფეხბურთის ხელშეწყობის მიზნით ამოქმედდა • ხუხაშვილი: მე არ მითქვამს, რომ საქართველოში ტერაქტების სერია არსებობს, მე რეგიონზე ვსაუბრობდი • ლოკოკინების ექსპორტმა საქართველოს წელიწადში 2,6 მილიონი დოლარი მოუტანა • მთავრობის ადმინისტრაცია: ეხმაურება სატელევიზიო დებატების დროს გავრცელებულ ინფორმაციას უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ბაზალეთის ტბასთან მიწის შესყიდვასთან დაკავშირებით. •