ავსტრალია ჰუმანიტარულ ვიზებს გასცემს ირანის ქალთა ფეხბურთის გუნდის ხუთ წევრს

ავსტრალია ჰუმანიტარულ ვიზებს გასცემს ირანის ქალთა ფეხბურთის გუნდის ხუთ წევრს

ირანის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ხუთ ფეხბურთელს ავსტრალიაში ჰუმანიტარული ვიზა მიენიჭა. ვიზები მას შემდეგ მიიღეს, რაც გუნდმა უარი თქვა ეროვნული ჰიმნის დაკვრაზე გასულ კვირას სამხრეთ კორეის ქალთა ფეხბურთის გუნდთან მატჩის წინ, რამაც საფრთხე შეუქმნა მათ ირანში დაბრუნებას, იტყობინება BBC. ჰიმნის დაკვრაზე უარის თქმის შემდეგ, ირანის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ფეხბურთელებს "მოღალატეები ომის დროს" უწოდა და ხელისუფლებას მკაცრი დასჯისკენ მოუწოდა. ავსტრალიის მიგრაციის მინისტრმა ტონი ბერკმა თქვა, რომ ქალები ავსტრალიის პოლიციამ "უსაფრთხოში გადაიყვანა". მისივე თქმით, ქვეყანაში შესაძლოა გუნდის სხვა წევრებიც დარჩნენ. "მათ სურთ აჩვენონ, რომ ისინი არ არიან პოლიტიკური აქტივისტები. ისინი არიან სპორტსმენები, რომლებსაც სურთ უსაფრთხოება", - თქვა ტონი ბერკმა.

მარტა კოსი: ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ უნდა ვითანამშრომლოთ საუკეთესოდ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთანსაქართველო „თავიდან ჩაეფლო ავტორიტარულ პრაქტიკაში“, ნათქვამია ამნისტიის 2025 წლის ანგარიშშისაქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 28 აპრილს გაიმართებაევროკავშირი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ პერსონალურ სანქციებს განიხილავსირაკლი კობახიძე გაერთიანებულ სამეფოში ახლად დანიშნულ ელჩს ილია დარჩიაშვილს შეხვდა.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - BBC-ის ინფორმაცია მომიტინგეების წინააღმდეგ "კამიტის" გამოყენების შესახებ არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია - საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების ქმედება იყო კარგად ორგანიზებული და მტრული მიზნების მისაღწევად კამპანიის მსგავსი.

ENDEKA