ავსტრალია ჰუმანიტარულ ვიზებს გასცემს ირანის ქალთა ფეხბურთის გუნდის ხუთ წევრს

ავსტრალია ჰუმანიტარულ ვიზებს გასცემს ირანის ქალთა ფეხბურთის გუნდის ხუთ წევრს

ირანის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ხუთ ფეხბურთელს ავსტრალიაში ჰუმანიტარული ვიზა მიენიჭა. ვიზები მას შემდეგ მიიღეს, რაც გუნდმა უარი თქვა ეროვნული ჰიმნის დაკვრაზე გასულ კვირას სამხრეთ კორეის ქალთა ფეხბურთის გუნდთან მატჩის წინ, რამაც საფრთხე შეუქმნა მათ ირანში დაბრუნებას, იტყობინება BBC. ჰიმნის დაკვრაზე უარის თქმის შემდეგ, ირანის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ფეხბურთელებს "მოღალატეები ომის დროს" უწოდა და ხელისუფლებას მკაცრი დასჯისკენ მოუწოდა. ავსტრალიის მიგრაციის მინისტრმა ტონი ბერკმა თქვა, რომ ქალები ავსტრალიის პოლიციამ "უსაფრთხოში გადაიყვანა". მისივე თქმით, ქვეყანაში შესაძლოა გუნდის სხვა წევრებიც დარჩნენ. "მათ სურთ აჩვენონ, რომ ისინი არ არიან პოლიტიკური აქტივისტები. ისინი არიან სპორტსმენები, რომლებსაც სურთ უსაფრთხოება", - თქვა ტონი ბერკმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: ეს იყო გულწრფელი და პროდუქტიული ვიზიტიგია ხუხაშვილი სსს-ში დაკითხვის შემდეგ: საკითხი ეხებოდა ჩემს საჯარო განცხადებებს, ძირითადად „პალიტრანიუსის“ ეთერში, სადაც მე ვისაუბრე იმ პოტენციურ საფრთხეებზე, რომელიც შეიძლება ირანის მიერ ამ ომის ფონზე განხორციელდეს.ბოჭორიშვილი: საქართველომ არაერთხელ დაადასტურა თავისი ვალდებულება აღკვეთოს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაირაკლი კობახიძე: მე შევხვდი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას - დისკუსია ეხებოდა რეგიონულ უსაფრთხოებასა და ეუთოსთან პარტნიორობის გაძლიერებას.ხუხაშვილმა კომენტარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვის შემდეგ გააკეთავაიმარის სამკუთხედი: ახალი რეგულაციებით საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად არღვევს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, განსაკუთრებით ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.

ENDEKA