აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს
აჭარის შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვა-რეალიზაციის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ე.ა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს გასაყიდად მომზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: „კოკაინი“, „მეტადონი“, „პრეგაბალინი“, „ექსტაზი“ და „გამხმარი მარიხუანა“. პოლიციამ ნარკოტიკების შესაფუთად საჭირო მასალებიც ამოიღო. გამოძიება სსკ-ის 260-ე, 261-ე და 260-ე მუხლებით აწარმოებს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
• საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ კომპანიის მონაცემების განახლებისთვის საშეღავათო პერიოდი გამოაცხადა • უცხოელებმა 2025 წელს ბათუმში უძრავი ქონების 52% იყიდეს – Galt & Taggart კვლევა • ლევან მახაშვილი: ცხადი გახდა, რომ ყულევის პორტის გარშემო გამართული მთელი კამპანია და ზოგადად სანქციები იყო სრული სიცრუე და მანიპულირება - ჩვენ მოვისმინეთ ჭორები ამ თემაზე ერთზე მეტი ელჩისგან. • გია ფარულავა: როგორც ჩანს, „ოცნებამ“ აკრძალული პარტიების სია შეადგინა - შესაძლოა, სხვა პოლიტიკური მსახიობებიც დაამატონ - არაფერია გამორიცხული, არც სარჩელის გატანა. • საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს ტაილანდიდან ჩარტერებით გაჰყავთ • ლოკოკინების ექსპორტმა საქართველოს წელიწადში 2,6 მილიონი დოლარი მოუტანა •