ჯო უილსონი ანტიამერიკული ქართული ოცნება სასიკვდილოდ ეშინია, რომ ამერიკელები გაიგებენ, რომ ის ირანის რეჟიმთან კავშირშია, ამიტომ ისინი ყველაფერს აკეთებე...

ჯო უილსონი ანტიამერიკული ქართული ოცნება სასიკვდილოდ ეშინია, რომ ამერიკელები გაიგებენ, რომ ის ირანის რეჟიმთან კავშირშია, ამიტომ ისინი ყველაფერს აკეთებე...

ანტიამერიკული პარტია „ქართული ოცნება“ სასიკვდილოდ შეშინებულია, რომ ამერიკელები გაიგებენ, რომ ის ირანის რეჟიმთან კავშირშია, - წერს ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში. ამერიკელი კონგრესმენი ეხმაურება და X-ზე იზიარებს ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის განცხადებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით ჰადსონის ინსტიტუტის მოხსენების შემდეგ ირანის მზარდი გავლენის შესახებ საქართველოში, რომლის თანაავტორები არიან ლუკ კოფი და გიორგი კანდელაკი. „ანტიამერიკულ პარტიას „ქართული ოცნება“ სიკვდილამდე ეშინია, რომ ამერიკელები გაიგებენ, რომ ის ირანის რეჟიმთან კავშირშია, ამიტომ ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გააჩუმოს ექსპერტები, რომლებიც ხაზს უსვამენ ამ ფაქტს. ირანის დასამარცხებლად, დაამარცხეთ GD“, წერს კონგრესმენი. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე დაიბარეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გივი თარგამაძე, გუბაზ სანიკიძე, ასევე თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და „საბჭოთა წარსულის შემსწავლელი ლაბორატორიის“ წევრი გიორგი კანდელაკი. გამომძიებლებს ჰქონდათ კითხვები დაკითხვაზე დაბარებულთა მიმართ მათ მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებების შესახებ „საქართველოში ირანის გავლენის გაზრდასთან დაკავშირებით“.

ქობულეთის საფეხბურთო კლუბი "შუქურა" ქართულ ფეხბურთს უბრუნდებაZara, Bershka, Mango, Pull&Bear და სხვა ბრენდების გაყიდვები 357 მილიონ ლარამდე გაიზარდა.ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი აკლიაბოჭორიშვილი: საქართველომ არაერთხელ დაადასტურა თავისი ვალდებულება აღკვეთოს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ექვს თვეში ავიდა ვიცე-პოლკოვნიკის წოდებასაქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს ტაილანდიდან ჩარტერებით გაჰყავთ

ENDEKA