ირაკლი კობახიძე მახსოვს, როცა სააკაშვილმა 5 ჯერ გახსნა ერთი და იგივე ობიექტი, ამ შემთხვევაში ევროკავშირმა 5 ჯერ გააუქმა იგივე სავიზო რეჟიმი დიპლომატიუ...

ირაკლი კობახიძე მახსოვს, როცა სააკაშვილმა 5 ჯერ გახსნა ერთი და იგივე ობიექტი, ამ შემთხვევაში ევროკავშირმა 5 ჯერ გააუქმა იგივე სავიზო რეჟიმი დიპლომატიუ...

მახსოვს, როცა სააკაშვილი 5-ჯერ ხსნიდა ერთსა და იმავე ობიექტს, ამ შემთხვევაში ევროკავშირმა 5-ჯერ გააუქმა იგივე სავიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის მიერ საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირმა თავისი კურსი უნდა გამოასწოროს. „მახსოვს, როდესაც სააკაშვილი 5-ჯერ ხსნიდა ერთსა და იმავე ობიექტს, ამ შემთხვევაში ევროკავშირმა 5-ჯერ გააუქმა იგივე სავიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტებისთვის. სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის სტანდარტი. ევროპული ბიუროკრატია ყველაზე დაბალ დონეზეა. ეს საკითხი ჩვენთვის საინტერესო არ არის. ეს მდგომარეობა ტრაგიკულია. ამას ძალიან მარტივად მოვაგვარებთ, განცხადებას შევიტანთ, ვიზას ავიღებთ და შესაბამის ქვეყანაში წავალთ. ჩვენ გვაქვს სწორი კურსი, მაგრამ ევროკავშირმა თავისი კურსი უნდა გამოასწოროს. არ ვიცი, სად მიიყვანს ევროპული ბიუროკრატია ევროკავშირს. ჩვენ გვაქვს სწორი კურსი, ვიცით რა არის ჩვენი მიზანი, ჩვენი მთავარი საგარეო პრიორიტეტი ევროინტეგრაციაა. ჩვენ გვაქვს სწორი კურსი, მაგრამ ევროპულმა ბიუროკრატიამ ვერ შეძლო კურსის გამოსწორება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში საპატრიარქო ტახტის კანდიდატები გამოცხადდებიანKęstutis Budrys სანქციებზე - უკვე დავაგვიანეთ! შედეგად, საქართველოში დემოკრატია კიდევ უფრო უარესდებაევროკომისარმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს კანონი უცხოური აგენტების შესახებ და გადახედოს სხვაკახა კალაძე სააკაშვილის განცხადებაზე „ოპოზიციური ალიანსის“ შესახებ: ვერ მართეს საკუთარი ერთობა - როგორ უნდა მართონ ეს ხალხი ქვეყანას?სალომე ზურაბიშვილი - 14 წელი! ეს "ოცნება" აღარ ეკუთვნის "მეოცნებეებს" და იქცა ოპორტუნისტების, ძალაუფლების მტაცებლებისა და მონების კოშმარად! - ეს ნაწილობრივ ჩვენი ბრალია, ერთად შეგვიძლია გამოვასწოროთ450 ძაღლი და კატა ახალ ოჯახებში მოათავსეს

ENDEKA