ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. ამ ეტაპზე დელეგაცია კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს. შეხვედრას ესწრებიან: ზურაბ ჯაფარიძე, გიგა ლემონჯავა, ნიკა გვარამია, გიორგი ბუტიკაშვილი და თენგო თევზაძე. შეხვედრამდე პოლიტიკოსებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. მანამდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ პარლამენტში შეხვედრა გამართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე, აღნიშნული დელეგაციის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, დელეგაციის წევრი, დელეგაციის წევრი, დელეგაციის წევრი, დელეგაციის წევრი. ამის შემდეგ დელეგაციის წევრებმა გახარიას საქართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. ცნობისთვის, დელეგაცია საქართველოს 8 მარტს ეწვია და ვიზიტს 10 მარტს დაასრულებს. მას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პერე ჯოან პონს სამპიეტრო ხელმძღვანელობს. დელეგაციაში ასევე შედიან: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ლუის გრასა (პორტუგალია); პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე ევროსიმა პეიოვიჩი (მონტენეგრო); დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე ქრისტინ ბლოუერი (გაერთიანებული სამეფო); და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი რობერტო მონტელა.
• საქართველოში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის წინასწარი მიზეზი თურქეთში დაასახელეს • საქართველოში სკანდალი ატყდა რეჟისორ რობერტ სტურუას „ვეფხისტყაოსნის“ ირგვლივ. • დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. • 21 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ • თბილისის მეტრო 12 აპრილს 04:00 საათამდე იმუშავებს • „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უნგრეთში არჩევნებზე დამკვირვებლის როლს ასრულებენ •