აჭარასა და გურიაში ხე ტყის უკანონო ჭრის 8 შემთხვევა გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამხარეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტყის რესურსების უკანონო გამოყენების 8 შემთხვევა გამოავლინეს. - ხე-ტყის უკანონო ჭრა და ტრანსპორტირება შუახევის, ქედის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა. - სულ ამოღებულია 109 ერთეული სხვადასხვა ჯიშის უკანონოდ მოპოვებული მრგვალი ხე, მათ შორის წითელ წიგნში შეტანილი 4 წაბლის მორი, 11 კუბური მეტრი შეშა, ასევე 27 ერთეული მოჭრილი დაუმუშავებელი მურყანი. გამოვლენილ ფაქტებზე მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოებს. ტყის უკანონო ჭრასთან ბრძოლა დეპარტამენტის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. გარემოსდაცვითი სამეთვალყურეო ეკიპაჟები მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ სადღეღამისო პატრულირებას და ახორციელებენ პრევენციულ ღონისძიებებს დარღვევების პრევენციისა და დროული გამოვლენის მიზნით. სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) მიღებულ ყველა შეტყობინებას ოპერატიულად ეხმაურება. დეპარტამენტის ინფორმაციით, 2025 წელს მხოლოდ აჭარასა და გურიაში ტყის რესურსებით უკანონო სარგებლობის 380 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 67 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. აღნიშნულ საქმეებზე მასალები შესაბამის ორგანოებს გადაეცათ. ასევე 2025 წელს სამხარეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა 17 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
• გია ხუხაშვილი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ნაკლებად აინტერესებდა რისკების შეფასება - „თავი ქვიშაში ჩამარხვის“ სტრატეგია დამღუპველია ქვეყნისთვის • ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მყოფი: ჩვენ დავაყენეთ დიალოგის არარსებობის, ბოიკოტისა და ძალადობის საკითხები - უნდა ითქვას, რომ დიალოგი აკლია • გიორგი სიორიძე: რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ წინასწარი სხდომაც კი არ დაუნიშნავს - ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის დადგმას აპირებენ ივანიშვილი და მისი რეჟიმი. • ესტონეთის ელჩი საქართველოს დატოვებს, მაგრამ საელჩო მუშაობას თბილისში გააგრძელებს დროებითი დროებითი რწმუნებულით. • ირაკლი კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად არჩევას მიულოცა. • ნაციონალური მოძრაობის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას ახალი ბრალი წაუყენეს •