სახალხო დამცველი 2025 წელს გამოვლინდა ქალთა მკვლელობის 12 და ქალთა მკვლელობის 21 მცდელობის შემთხვევა არის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოს წინასწარი ი...

სახალხო დამცველი 2025 წელს გამოვლინდა ქალთა მკვლელობის 12 და ქალთა მკვლელობის 21 მცდელობის შემთხვევა არის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოს წინასწარი ი...

საქართველოს სახალხო დამცველი ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი მოუწოდებს სახელმწიფოს, გადადგას სისტემური და ქმედითი ნაბიჯები ქალთა უფლებების დასაცავად, მათ გაძლიერებასა და პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში მათი თანაბარი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. ლევან იოსელიანის თქმით, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ქალთა შრომითი უფლებების სრული რეალიზება, მათი თანაბარი ჩართულობა ეკონომიკურ ცხოვრებაში და თანაბარი ანაზღაურება სამუშაოსთვის. ომბუდსმენის ინფორმაციით, 2025 წელს გამოვლინდა ქალთა მიმართ ფემიციდის 12 და მკვლელობის 21 მცდელობის ფაქტი. კვლავ არის შემთხვევები, როდესაც, მიუხედავად შესაძლო ძალადობის შესახებ სახელმწიფოს წინასწარი ინფორმაციისა, ქალის მკვლელობის ან მკვლელობის მცდელობის აღკვეთა ვერ მოხერხდა. „ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა 8 მარტს უკავშირდება ქალთა შრომითი უფლებების დაცვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობას და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას და ის დღესაც აქტუალურია. გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველომ გააძლიერა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და რეაგირების სამართლებრივი ბაზა, დანერგა დაცვისა და მხარდაჭერის სხვადასხვა მექანიზმები, გააძლიერა მსხვერპლთა დაცვის სერვისები და გააუმჯობესა კოორდინაცია შესაბამის უწყებებს შორის. ამ რეფორმებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ძალადობის შემთხვევების გამოვლენაზე, პრევენციასა და ეფექტურ რეაგირებაზე. ამავდროულად, სახელმწიფო პოლიტიკის თანმიმდევრული და ეფექტური განხორციელება კვლავაც აუცილებელია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სისტემის შემდგომი გასაძლიერებლად. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2025 წელს გამოვლინდა ქალთა მკვლელობის 12 და ქალთა მკვლელობის 21 მცდელობა. კვლავ არის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოს წინასწარი ინფორმაციის მიუხედავად შესაძლო ძალადობის შესახებ, ქალის მკვლელობის ან მკვლელობის მცდელობის პრევენცია ვერ მოხერხდა. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით მიღებული ზომების მიუხედავად, ქალთა შრომითი უფლებების სრული რეალიზაცია, მათი თანაბარი ჩართულობა ეკონომიკურ ცხოვრებაში და თანაბარი ანაზღაურება სამუშაოსთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს გადადგას სისტემური და ქმედითი ნაბიჯები ქალთა უფლებების დასაცავად, მათ გაძლიერებასა და პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში მათი თანაბარი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად და გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს სახელმწიფო უწყებებთან თანასწორობის მიღწევის პროცესებში“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

მიტროპოლიტი შიო: 9 აპრილს დაღუპულმა და-ძმებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში, მაგრამ დამოუკიდებლობა მოითხოვს შენარჩუნებას და განვითარებას.პოლონეთის საელჩო: პოლონეთი და საქართველო ერთად იბრძოდნენ საბჭოთა ტირანიის წინააღმდეგსაფრანგეთის საელჩო: საფრანგეთი მთელ ქართველ ხალხთან ერთად ეროვნული ერთიანობის დღეს აღნიშნავსმსოფლიო ჩემპიონატის წყალბურთის შესარჩევი ტურნირის მეოთხედფინალში საქართველო უკრაინას შეხვდებასაქართველოში სკანდალი ატყდა რეჟისორ რობერტ სტურუას „ვეფხისტყაოსნის“ ირგვლივ.თბილისში ჭადრაკის სასახლის რეკონსტრუქცია ჩაიშალა

ENDEKA