პოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1999 წელს დაბადებული დააკავეს. „პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული თბილისში გადაადგილებისას შეაჩერეს შესამოწმებლად. შ.ხ.-ს პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს გასაყიდად მომზადებული 28 ტომარა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინი და კოკაინი. ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ასევე, განსაკუთრებით დიდი მასშტაბით ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერებები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-4-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 12 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას“, - ნათქვამია განცხადებაში.
• ახალი კომერციული ვენახების მფლობელები ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ 2026 წლის 1 მაისამდე • თბილისი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მსოფლიო დღეს აღნიშნავს • განათლების მინისტრის მოადგილე: სასკოლო ფორმის ღირებულება ალბათ ას ლარამდე იქნება • საგარეო ვაჭრობის თავისუფლების მხრივ საქართველო მსოფლიოში მე-7 ადგილზეა • სალომე ზურაბიშვილი - საქართველოში დიქტატურა რუსულ მოდელსაც კი აჭარბებს. ივანიშვილმა დახურა საერთაშორისო საჰაერო სივრცე მისი ერთ-ერთი რეზიდენციის ზემოთ - ამ რეჟიმის დრო დასასრულს უახლოვდება • საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა. •