საქართველოს ბანკი საერთაშორისო პლატფორმებზე გადახდებისთვის საკომისიოს დარიცხვას დაიწყებს

საქართველოს ბანკი საერთაშორისო პლატფორმებზე გადახდებისთვის საკომისიოს დარიცხვას დაიწყებს

საქართველოს ბანკი საერთაშორისო პლატფორმებზე გადახდებისთვის საკომისიოს დარიცხვას დაიწყებს. ბანკის ცნობით, ცვლილებები ძალაში 15 აპრილიდან შევა. დეტალები. ამ დღიდან, ამ ბანკის ბარათებით ლარში გადახდისას უცხოურ პლატფორმებზე, როგორიცაა Temu, Paypal, WizzAir, Turkish Airlines და სხვა, მომხმარებლებს საკომისიოს სახით დაერიცხებათ ტრანზაქციის თანხის 1,5%. ეს იმოქმედებს მხოლოდ 5 ლარზე მეტ ტრანზაქციაზე, ხოლო მაქსიმალური საკომისიო 10 ლარია. თუ არსებობს სხვა ვალუტაში გადახდის შესაძლებლობა, საკომისიო არ დაგერიცხებათ. ცვლილებები არ შეეხება ტაქსის და მიტანის სერვისებს, როგორიცაა Bolt, Glovo, Wolt, Bolt Food და სხვა.

პაველ გერჩინსკიმ პატივი მიაგო 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნასინტერნეტი და ტელევიზია დაკარგა მაგთიკომის ათასობით აბონენტს - პროვაიდერმა პრობლემა უკვე მოაგვარა9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდაუფალი შიო: 9 აპრილს დაღუპულმა ჩვენმა დებმა და ძმებმა დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაშისაქართველოში C5 ვიზის შემოღებას და ვიზარანზე შესაძლო შეზღუდვებს განიხილავენსაქართველოში ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ეკიპაჟის საუბრის ჩანაწერები შეისწავლეს

ENDEKA