ოპოზიციური ალიანსი სამოქალაქო საზოგადოებასთან და საპროტესტო ჯგუფებთან შეხვედრას მართავს

ოპოზიციური ალიანსი სამოქალაქო საზოგადოებასთან და საპროტესტო ჯგუფებთან შეხვედრას მართავს

ოპოზიციური ალიანსი სამოქალაქო საზოგადოებასთან და საპროტესტო ჯგუფებთან შეხვედრას მართავს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განუცხადა მედიას, სამოქალაქო საზოგადოება და საპროტესტო ჯგუფები არიან ის ძალები, რომლებიც აძლიერებენ აქციებს. მისი თქმით, ისინი აპირებენ ამ ადამიანებთან ერთად გადაწყვიტონ, რა არის სწორი და რა შეიძლება იყოს არასწორი. ისინი, ვინც ამ პროტესტს თავისი პოზიციით, ასევე გადაწყვეტილებებით, სამუშაო და ორგანიზაციული უნარებით აძლიერებენ, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია პროტესტი გავხადოთ მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი და ბევრი გავაკეთოთ ამისთვის, რადგან შეგვიძლია, ე.ი. სწორია, რა შეიძლება იყოს არასწორი, რა ჯობია იმ ტაქტიკით, რომელიც ჩვენ ვფიქრობთ, ან შეიძლება სხვა ტაქტიკით. მოკლედ, ეს არის დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც ამ ყველაფრის საუკეთესო მრჩევლებიც არიან და საუკეთესო განმახორციელებლებიც, ყოველ შემთხვევაში აქამდე ნამდვილად ასე იყო. ახლა ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსებს აქვთ მეტის შესაძლებლობაც და ვალდებულებაც და ეს უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ელჩებმა პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულებსრომელ ქვეყნებს აქვთ საქართველოსთან უვიზო რეჟიმი და რომელი ქვეყნის მოქალაქეებს ესაჭიროებათ ვიზა შესვლისთვის?საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სლოვენია დაამარცხა„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უნგრეთში არჩევნებზე დამკვირვებლის როლს ასრულებენ21 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენზემო ლარსის გზა საქართველოში ჩაკეტილია

ENDEKA