კიდევ ერთი ოპოზიციური პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული

კიდევ ერთი ოპოზიციური პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული

კიდევ ერთი ოპოზიციური პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზეა დაბარებული. უცნობია მივა უწყებაში კითხვებზე პასუხის გასაცემად თუ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი ამბობენ, რომ მასთან დაკავშირება შეუძლებელია. „გივი თარგამაძესთან დაკავშირება შეუძლებელია, მისი ტელეფონი გამორთულია და ვიმედოვნებთ, რომ მას მედიიდან შეიტყობს ან შეგატყობინებთ, რომ მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. რაც შეეხება დაბარების საფუძველს, მას შეუძლია ნახოს განცხადება, რომელიც უშიშროების სამსახურმა უკვე გააკეთა დღის განმავლობაში“, - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ცნობისთვის, გივი თარგამაძე, თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი დაკითხვაზე არიან დაბარებულები სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რაც მტრულ საქმიანობაში უცხო ქვეყნის, უცხოური ორგანიზაციის ან უცხოეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ორგანიზაციის დახმარებას გულისხმობს.

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი აზერბაიჯანსა და საქართველოს ეწვევაკაია კალასი: მინისტრებმა მკაფიო სიგნალი გაუგზავნეს, რომ საქართველომ კურსი უნდა შეცვალოსბოჭორიშვილი: საქართველოს გამოცდილება ხაზს უსვამს ეუთოს საქმიანობის მნიშვნელობასკაჯა კალასი - საქართველო არ აჩვენებს დემოკრატიული უკუსვლის შებრუნების ნიშნებს - მინისტრებს ჰქონდათ მკაფიო გზავნილი, რომ საქართველომ უნდა შეიცვალოს კურსი.დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს გამოეხმაურნენ.თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ავტოპარკი სრულად განახლდა

ENDEKA