ტელემაუწყებლებთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიამ განცხადება გაავრცელა
საქართველოს კომუნიკაციების კომისია ტელე და რადიომაუწყებლებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომისია, როგორც მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანო და დამოუკიდებელი სამთავრობო უწყება, პასუხისმგებელია საქართველოში მედიის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების, მედიის პლურალიზმისა და სტაბილური მედია გარემოს უზრუნველყოფაზე. ამასთან, კომუნიკაციების კომისია მოუწოდებს საქართველოში მოქმედ ყველა მაუწყებელს, კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ შესაბამის საკანონმდებლო ნორმებს და უზრუნველყონ ობიექტურობის სტანდარტების დაცვა. „დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ორი ქართული ტელეკომპანიის მიმართ, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული მაუწყებელია საქართველოში, მიზნად ისახავს როგორც მედიას შორის სამართლიანი კონკურენციის შეზღუდვას, ასევე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეფერხებას, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყანაში მედია პლურალიზმს და სიტყვის თავისუფლებას. მედიის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მტკიცებულებების მაღალი სტანდარტები, სპეციალური საფუძვლები და სპეციალური სამართლებრივი პროცედურები. ამ ფონზე, აღსანიშნავია, რომ კომისიაში არავის შეუტანია საჩივრები იმ საკითხებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო ზემოხსენებულ გადაწყვეტილებებს. საქართველოს აქვს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ დამტკიცებული კომისიის მიერ, რომლებიც პროგრამების არსებითი რეგულირების თვალსაზრისით ეფუძნება გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობას და შეესაბამება მედიის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებს. ეს აქტები კომუნიკაციების კომისიას აკისრებს პასუხისმგებლობას მედიაში ობიექტურობის სტანდარტების დაცვაზე. რაც შეეხება მედიის კონტენტის რეგულირებას, კანონის არსებობის მიუხედავად, კომისია თითქმის ერთი წელია პასუხობს მხოლოდ შემოსულ საჩივრებს და ამავე კანონის შესაბამისად, მაუწყებლების მიმართ საკუთარი ინიციატივით ადმინისტრაციული წარმოება არ დაუწყია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და მედია გარემოში არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე, საჭიროდ მიგვაჩნია, რომ მომავალი კვირიდან კომისიამ პრაქტიკაში დაიწყოს მაუწყებლობის შესახებ კანონითა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსით დადგენილი ნორმების გამოყენება, რათა მაუწყებელთა ობიექტურობა შეფასდეს შესაბამისი პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტების დაცვით. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს გადაწყვეტილება, ნებისმიერ შემთხვევაში, სწორი და დაბალანსებული მედია პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად იყო საჭირო და დღევანდელმა ვითარებამ ეს საკითხი და მისი გადაწყვეტის აუცილებლობა კიდევ უფრო აქტუალური გახადა. mi. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოში მოქმედ ყველა მაუწყებელს, კიდევ ერთხელ გულდასმით გადახედონ შესაბამის კანონმდებლობას და უზრუნველყონ ობიექტურობის სტანდარტებთან შესაბამისობა. კომუნიკაციების კომისია დიდი პასუხისმგებლობით იმოქმედებს საქართველოში მედიის თავისუფლების, სამართლიანი კონკურენციის, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის პლურალიზმის დასაცავად“, - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.
• საქართველოს ოთხ ქალაქში ერთ თვეში 831 ავტომობილი გამოვლინდა ემისიის სტანდარტების გადაჭარბებით • შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეცვალონ ავტორიტარული კურსი • ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან ერთად ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა. • IRI-ის გამოკითხვა: სომხების 18% მიიჩნევს საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად, მაგრამ 6% მიიჩნევს საქართველოს მთავარ საფრთხედ • რუსეთს ბრალი ედებოდა ირანში დაზვერვის გადაცემაში აშშ-ს არმიაზე თავდასხმებისთვის • „ოპოზიციური ალიანსი“: არის ბრძოლა ჩვენი სახელმწიფოს გადასარჩენად •