სამხარაძე კონგრესმენებს ვთხოვეთ საკანონმდებლო ინიციატივების ყურადღებით შესწავლა

სამხარაძე კონგრესმენებს ვთხოვეთ საკანონმდებლო ინიციატივების ყურადღებით შესწავლა

„დღეს ჩვენ დავასრულეთ ჩვენი შეხვედრები კონგრესში, გვქონდა შესაძლებლობა გვქონოდა კომუნიკაცია ხუთ კონგრესმენთან, ძირითადად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან, მაგრამ შევხვდით სხვა კომიტეტების წევრებსაც“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ. სამხარაძის თქმით, შეხვედრებზე განიხილეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები, უსაფრთხოების საკითხები, რეგიონში მიმდინარე მოვლენები, ასევე „შუა დერეფნის“ განვითარება. „ბოლო შეხვედრა გვქონდა კიტ სელფთან, რომელიც ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა, ასევე დღის განმავლობაში გვქონდა შეხვედრები რენდი ფაინს, მაიკ ტერნერს, რაიან ზინკეს და ანა პაულინა ლუნას. ჩვენი საუბრის მთავარი თემა ისევ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები იყო, მათი გაუმჯობესება და ახალ ეტაპზე გადასვლა. ამავდროულად, ჩვენ განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი, ძირითადად ეხებოდა უსაფრთხოებას, ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და ოკუპაციის საკითხს. კონგრესმენებისგან ასევე მივიღეთ ინფორმაცია ირანში მიმდინარე მოვლენებზე და მათ შეფასებაზე. კონგრესმენებმა ასევე გამოხატეს ინტერესი შუა დერეფნის განვითარებით და ამ დერეფანში საქართველოს როლით. ამრიგად, ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო საუბრები და დიალოგები. კონგრესმენებს ვთხოვეთ, გულდასმით შეესწავლათ ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც ცალკეული კონგრესმენები დროდადრო წარმოადგენენ და რომლებიც აშკარად ანტიქართულ ხასიათს ატარებენ, რათა ამან არ დააზიანოს ის დადებითი დინამიკა, რომელიც ახლა გაჩნდა ჩვენს ურთიერთობებში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჩვენ გამოვთქვამთ შეშფოთებას საქართველოს პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული საკანონმდებლო პაკეტის გამოკომუნიკაციების კომისია: გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებამ ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მედიის პლურალიზმს - მომავალი კვირიდან გავააქტიურებთ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ ნორმებს.ირაკლი კობახიძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტს მასატო კანდას შეხვდა.ენმ: შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის განახლებას არ სჭირდება ფოტოები და ხელის ჩამორთმევა, არამედ კონკრეტული ნაბიჯებირუსმა დიპლომატმა თბილისში ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვაკახა კალაძე: მათ შექმნეს ილუზია, რომ ხვალ მიგვიღებდნენ ევროკავშირში, მაგრამ ეს ასე არ არის

ENDEKA