საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეციალური რეისით საქართველოს მოქალაქეები მუსკატიდან თბილისში ჩამოიყვანეს
საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური რეისი მუსკატიდან თბილისის მიმართულებით აფრინდა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დააბრუნებს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. „საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას ჩვენი მოქალაქეების დროული და უსაფრთხო დაბრუნების უზრუნველსაყოფად. საქართველოს საელჩოები არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ყატარის სახელმწიფოსა და საუდის არაბეთის სამეფოში განაგრძობენ საქართველოს მოქალაქეებს საჭირო დახმარების გაწევას სამშობლოში დასაბრუნებლად. ჩვენს თანამემამულეებს ვუსურვებთ მშვიდობიან ფრენას და მშვიდობიან დაბრუნებას სამშობლოში“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
• რუსმა დიპლომატმა თბილისში ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა • სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება“ სწრაფად ემსგავსება ჭაობში ჩავარდნილ ადამიანს, ყოველი ახალი ნაბიჯით უფრო ღრმად იძირება. • კახა კალაძე: მათ შექმნეს ილუზია, რომ ხვალ ევროკავშირში შევიდოდით, მაგრამ ეს ასე არ არის - ხალხი არ უნდა მოვატყუოთ • ბათუმის ბულვარზე ნაპირზე ობიექტების დემონტაჟი გრძელდება • გურამ მაჭარაშვილი თინა ხიდაშელის განცხადებაზე: ვერავინ გაპატიებს ისეთ განცხადებას, რომელიც არის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, მით უმეტეს, როცა თავდაცვის მინისტრი იყავი, პარლამენტის წევრი, თანამდებობები და საიდუმლო ინფორმაცია გქონია • ალან გაგლოევმა და ბადრა გუნბამ აფხაზეთში დრონების საკითხი განიხილეს •