საგარეო საქმეთა სამინისტრო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დასაბრუნებლად კიდევ ერთი სპეციალური რეისი დაინიშნა...
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მდებარე საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დასაბრუნებლად კიდევ ერთი სპეციალური რეისი დაინიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მდებარე საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დასაბრუნებლად დაინიშნა დამატებითი სპეციალური რეისი თბილისში. სპეციალური რეისი 7 მარტს, 23:00 საათზე, მუსკატიდან (ომანის სასულთნო) თბილისის მიმართულებით განხორციელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს: საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (აბუ დაბი): ცხელი ხაზი (24/7): +971 54 2324 335 ტელეფონი: +971 2 553 36 83 ელფოსტა: abudhabi.con@mfa.gov.ge საქართველოს საელჩო კატარის შტატში (დოჰა): ცხელი ხაზი (24/7): +974 52 098 071 ტელეფონი: +974 44 739 499 ელფოსტა: doha.emb@mfa.gov.ge
• აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო: დადგინდა, რომ ირანმა ნახიჩევანის მიმართულებით 4 თვითმფრინავი გაუშვა • NAP იწყებს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის განხორციელებას 2026 წლისთვის • 7-9 მარტს საქართველოში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება • თსუ წარადგენს ნაირა ბეპიევას წიგნებს ოსურ ლიტერატურასა და ფოლკლორზე • საქართველოში ნებისმიერი საგრანტო მხარდაჭერა უნდა იყოს შეთანხმებული და დამტკიცებული ქვეყნის მთავრობის მიერ • ნატომ დანიშნა ახალი სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში •