პიტერ ფიშერი სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე აქამდე მიიყვანა

პიტერ ფიშერი სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე აქამდე მიიყვანა

„სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს დაუშვა“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა, ევროკომისიის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას. "დარღვევებს შედეგები აქვს. ჩვენ გვინდა, რომ ქართველებმა რეგულარული პასპორტებით ისარგებლონ უვიზო მიმოსვლით. თქვენ მეგობრები ხართ და ყოველთვის სასიამოვნოა თქვენი მიღება ევროკავშირში. შეგიძლიათ გახდეთ ევროკავშირის წევრებიც კი. ეს თქვენს მთავრობაზეა დამოკიდებული. ახლა თქვენ შორდებით ევროკავშირს", - წერს პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელ X-ში. შეგახსენებთ, ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ დღეიდან ამოქმედდება და 12 თვის განმავლობაში, 2027 წლის 6 მარტამდე იმოქმედებს.

საქართველოს ოთხ ქალაქში ერთ თვეში 831 ავტომობილი გამოვლინდა ემისიის სტანდარტების გადაჭარბებითნატომ დანიშნა ახალი სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაშიტელემაუწყებლებთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიამ განცხადება გაავრცელააზერბაიჯანმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე ტერაქტის აღკვეთის შესახებ განაცხადათბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით გაფართოებას გეგმავსენმ: შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის განახლებას არ სჭირდება ფოტოები და ხელის ჩამორთმევა, არამედ კონკრეტული ნაბიჯები

ENDEKA