ნიკოლოზ სამხარაძე კონგრესში ჩვენი საუბრის მთავარი თემა იყო ურთიერთობების გაუმჯობესება კონგრესმენებს ვთხოვეთ, ყურადღებით შეესწავლათ ცალკეული კონგრესმენ...
„ჩვენ დღეს დავასრულეთ ჩვენი შეხვედრები კონგრესში - გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ხუთ კონგრესმენთან, ძირითადად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან, მაგრამ შევხვდით სხვა კომიტეტების წევრებსაც“, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ აშშ-ში ვიზიტის შეფასებისას. სამხარაძის თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, უსაფრთხოების საკითხებს, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და შუა დერეფნის განვითარებას. „ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო კიტ სელფთან, რომელიც არის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და დღის განმავლობაში ასევე გვქონდა შეხვედრები რენდი ფენსტრასთან, მაიკ ტერნერთან, რაიან ზინკესთან და ანა პაულინა ლუნასთან. ჩვენი საუბრის მთავარი თემა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ამ ურთიერთობების გაუმჯობესება და ახალ ეტაპზე გადატანა. თუმცა, ჩვენ განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი, ძირითადად ეხებოდა უსაფრთხოების საკითხებს, ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და ოკუპაციის საკითხს. კონგრესმენებისგან ასევე მივიღეთ ინფორმაცია ირანში მიმდინარე მოვლენებზე და მათ შეფასებაზე. კონგრესმენები ასევე დაინტერესდნენ შუა დერეფნის განვითარების საკითხით და საქართველოს როლით შუა დერეფანში. შესაბამისად, ძალიან საინტერესო საუბრები და დიალოგები გვქონდა. კონგრესმენებს ვთხოვეთ, გულდასმით შეესწავლათ ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც ცალკეული კონგრესმენები პერიოდულად წარმოადგენენ და რომელსაც აშკარად ანტიქართული ხასიათი აქვს, რათა არ დაზარალდეს ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც ახლა გამოჩნდა ჩვენს ურთიერთობებში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
• სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება“ სწრაფად ემსგავსება ჭაობში ჩავარდნილ ადამიანს, ყოველი ახალი ნაბიჯით უფრო ღრმად იძირება. • „ოპოზიციური ალიანსი“: ბრძოლა არის სახელმწიფოს გადარჩენისთვის, ცივილიზებულ სამყაროში ჩვენი ისტორიული ადგილის უზრუნველსაყოფად და არა მხოლოდ ცუდი ხელისუფლების შეცვლისთვის - ახლა წყდება, სად დაეცემა ახალი „რკინის ფარდა“. • ალან გაგლოევმა და ბადრა გუნბამ აფხაზეთში დრონების საკითხი განიხილეს • თბილისის სამთავრობო ქალაქ არსენალის გორაზე ტენდერი გაუქმდა • 7-9 მარტს საქართველოში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება • გრიგოლ გეგელია: „ქოცი“ დელეგაცია გეგმავდა ვიზიტს ევროპარლამენტში; ახლა, როგორც ჩანს, ვიზის განსახორციელებლად რიგში ლოდინი მოუწევთ - რეჟიმი ოფიციალურ ვიზიტზე უვიზოდ ჩამოსვლასაც ვეღარ ახერხებს; ეს მათი კიდევ ერთი მარცხია •