ნარკოდანაშაულისთვის ბათუმში რუსეთის მოქალაქე დააკავეს
აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მ.კ., დიდი ზომის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. სამართალდამცავებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკისას, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ნივთმტკიცებად მითითებული ადგილებიდან ამოიღეს გასაყიდად გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“ 17 შეკვრა და ნარკოტიკული საშუალების შესაფუთად საჭირო მასალები. გამოძიებას აწარმოებს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 20 წლამდე ვადით.
• გრიგოლ გეგელია: „ქოცი“ დელეგაცია გეგმავდა ვიზიტს ევროპარლამენტში; ახლა, როგორც ჩანს, ვიზის განსახორციელებლად რიგში ლოდინი მოუწევთ - რეჟიმი ოფიციალურ ვიზიტზე უვიზოდ ჩამოსვლასაც ვეღარ ახერხებს; ეს მათი კიდევ ერთი მარცხია • რუსეთს ბრალი ედებოდა ირანში დაზვერვის გადაცემაში აშშ-ს არმიაზე თავდასხმებისთვის • IRI-ის გამოკითხვა: სომხების 18% მიიჩნევს საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად, მაგრამ 6% მიიჩნევს საქართველოს მთავარ საფრთხედ • საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ემიგრანტებში პოპულარული კრედო ბანკი ფინანსური მონიტორინგის დარღვევისთვის დააჯარიმა • შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეცვალონ ავტორიტარული კურსი • ქართველი "უფროსი წარმომადგენელი" ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში წერს •