NAP იწყებს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის განხორციელებას 2026 წლისთვის
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობით, ახორციელებს „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამას“. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროგრამა მიზნად ისახავს ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველყოფას და ცოფის პრევენციას, რაც მნიშვნელოვანია როგორც შინაური ცხოველების, ასევე ადამიანების ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დასაცავად. „სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოს მასშტაბით, თვითმმართველი ქალაქების გარდა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან ერთად, მიკროჩიპებით დაარეგისტრირებს ძაღლებს მეპატრონეებთან ერთ მონაცემთა ბაზაში, ასევე განახორციელებს მდედრი ძაღლების სტერილიზებას. თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა, ცოფის საწინააღმდეგო აცრა უპატრონო და მაწანწალა ძაღლებს, იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია ტრაცია და კასტრაცია/სტერილიზაცია. რეგიონიდან გამომდინარე, ცხოველების ტრანსპორტირება მოხდება თბილისის, გურჯაანის, გორისა და ქუთაისის მუნიციპალურ ცხოველთა თავშესაფრებში. გარდა არსებული თავშესაფრებისა, რეგიონული განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაწილეობით, იგეგმება ახალი მუნიციპალური თავშესაფრების მშენებლობა ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს საზოგადოებას ითანამშრომლოს უფლებამოსილი სააგენტოს წარმომადგენლებთან პროგრამის განხორციელებისას, მონაწილეობა მიიღოს იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის პროცესში და დაიცვას რეგულაციები, რომლებიც შექმნილია როგორც ადამიანების, ასევე ძაღლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად“, - ნათქვამია განცხადებაში.
• ევროკავშირში საქართველოს ოფიციალური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება ძალაში შევიდა • პიტერ ფიშერი: სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე აქამდე მიიყვანა • ბრიტანული გამომცემლობა დათო მაღრაძის პოეზიის კრებულს გამოსცემს • უკრაინის მოქალაქეები გააფრთხილეს საქართველოში ნარკოტიკების საწინააღმდეგო კანონის გამკაცრების რისკების შესახებ • ახლო აღმოსავლეთში ცის დაკეტვის გამო საქართველოს გავლით ტრანზიტი გაიზარდა • ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა •