კობახიძე აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

კობახიძე აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტს მასატო კანდას შეხვდა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა. „შეხვედრაზე ხაზი გაესვა აზიის განვითარების ბანკის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორის მნიშვნელოვან წვლილს ქვეყნის ეკონომიკური სექტორების მხარდაჭერაში. განიხილეს ADB-ის საინვესტიციო პორტფელი საქართველოში. აღნიშნულია, რომ ბანკის ინვესტიციები როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში 5 მილიარდ დოლარს აღემატება და აფინანსებს ტურიზმის ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების, სატრანსპორტო კავშირების, ენერგეტიკის, რეგიონული და მუნიციპალური სექტორების განვითარებას. აღინიშნა, რომ ADB-ის ახალი ოფისის გახსნა თბილისში არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება საქართველოსა და ბანკს შორის გრძელვადიანი პარტნიორობისა“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ხელბურთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ესპანელი რუბენ გარაბაია დაინიშნაღუდუშაური: ზახაროვას ან ოკუპანტის წარმომადგენლის არც ერთი განცხადება არ განხორციელდებაოპოზიციამ საქართველოში ფასების შემცირების ხედვა წარმოადგინალიპარტელიანი პირველი ქართველი ქალია, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა„ოპოზიციური ალიანსი“ ფასების შემცირებისა და მოქალაქეების მხარდაჭერის ზომებს სთავაზობსსაქართველომ და შეერთებულმა შტატებმა განათლების სფეროში ერთობლივი გეგმები ჩამოაყალიბეს

ENDEKA